სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ ევაკუაცია გახორციელდა.
როგორც ცნობილია, ევაკუაციის მიზეზი სავაჭრო ცენტრის პარკინგზე ერთ-ერთი ავტომობილისთვის ცეცხლის გაჩენა გახდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და არ არსებობს ცეცხლის გავრცელების საშიშროება.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.