https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ევროკავშირის დახმარება კახეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ახალშობილებს (R)

10:12; 3.12.2018
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მცხოვრები 27 წლის ფატო იმედაშვილის დილა ადრიანად იწყება, საქმე ბევრია… 5 შვილი ჰყავს, ერთი სკოლაში უნდა გააცილოს, ორი _ ბაღში. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი შვიდი თვის ჰამზაა. შვილების გაზრდაში დედამთილი ეხმარება.

როდესაც მეხუთე შვილი შეეძინა, “კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდმა”, ევროკავშირის დაფინანსებით, სასაჩუქრე ნაკრები გადასცა. ფატოს თქმით, რომ არა ამ ორგანიზაციის დახმარება, თავისი პატარასთვის ხარისხიანი ნივთების შეძენას ვერ შეძლებდა.

„ამ პროექტის შესახებ არაფერი ვიცოდი, ზაფხულში გავიგე, ბავშვი რომ შემეძინა მაშინ. დამირეკეს, რომ ჩემთვის სასაჩუქრე ნაკრები ჰქონდათ გადმოსაცემი, მოუთმენლად ველოდი, როდის მოვიდოდნენ ჩემამდე. თავადაც გავვოცდი, იმდენი რამ მომიტანეს. ყველაფერი გამოვიყენე. მე და ჩემი შვილები ერთად ვათვალიერებდით ამ საჩუქრებს. ჩვენს დროში ძალიან რთულია ბავშვს ის ხარისხიანი ნივთები უყიდო, რაც მომიტანეს. ამიტომ დიდ მადლობას ვუხდი “კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდს”. ასევე დავესწარი ამ ორგანიზაციის მიერ მოწყობილ ტრენინგს, სადაც პედიატრებმა ბევრი რამ გვასწავლეს ბავშვთა აღზრდის შესახებ. ოთხი შვილი გავზარდე და მეგონა ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ ამ ტრენინგის შემდეგ მივხვდი, რომ ასე არ იყო, არაერთი სიახლე გავიგე. მაგალითად, მანამდე ვიცოდი, რომ დამწვრობის დროს პირველად მალამო უნდა გამომეყენებინა, ახლა კი ამიხსნეს, რომ პირველ რიგში ცივი წყალია საჭირო“, ­_ ამბობს ფატო.

ფატო იმედაშვილი

20 წლის მარხა ქავთარაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანში ცხოვრობს. მას ხუთი თვის შვილი ჰყავს. სანამ პატარა შეეძინებოდა, ჭრა-კერვა “კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის” მიერ დაარსებულ დუისის საგანმანათლებლო ცენტრში დედასთან და დეიდასთან ერთად ისწავლა, აქვე გაიარა ექთნის კურსებიც. ახლა თავის პატარას საჭირო ნივთებს თავადვე უკერავს. მარხას რჩევით, დუისის ცენტრში პროფესიული განათლება მისმა მეზობლებმაც მიიღეს.

მარხას სახლში შესულები ყვავილების მრავალფეროვნებამ გაგვაოცა. პატარა ორანჟერეა მისმა დედამთილმა მოაწყო, მოვლაში მონაწილეობას თავად მარხაც იღებს.

„კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის” შესახებ ხეობაში თითქმის ყველამ იცის, ისინი კეთილ საქმეს აკეთებენ. თავიდან მათ ცენტრში დავდიოდი, სანამ პატარა მეყოლებოდა, აქ ვისწავლე ჭრა-კერვა, მერე ექთნის კურსიც გავიარე. პატარა რომ შემეძინა, მოვიდნენ და საჩუქრები მომიტანეს. ყველაზე ძალიან გამახარა კალათამ, რომელსაც ხშირად ვიყენებ, შემიძლია პატარა ჩავაწვინო გარეთ გაყვანისასაც და სახლშიც. აქამდე საშუალება არ მომეცა საწოლი მეყიდა და ამიტომ ამ ჩანთაში ვაძინებ. ამდენი კომფორტული ნივთების შეძენა ჩვენ არ შეგვეძლო. ასევე დავესწარი ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ტრენინგს. პედიატრისგან ბევრი რჩევა მივიღე, ზოგიერთ რამეს ვინიშნავდი კიდეც. ვისწავლე, როგორ უნდა გავიგო, როდის სტკივა ყურები პატარას, რის გამო შეიძლება წუხდეს. ვფიქრობ, როცა ბავშვს გავზრდი, თუ შესაძლებლობა მომეცემა, დუისის საგანმანათლებლო ცენტრში მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ და მუშაობას დავიწყებ“, _ ამბობს მარხა.

მარხა ქავთარაშვილი

„ჯანდაცვისა და განათლების განვითარების შესაძლებლობების გაუმჯობესება სოციალურად დაუცველი დედებისა და ბავშვებისათვის“ _ ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ფატოსა და მარხას პატარებს სასაჩუქრე ნაკრები გადაეცათ. პროექტი “კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდმა” ევროკაშირის დაფინანსებით განახორციელა. 2018 წელს ახმეტის, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტში ეს დახმარება სულ 60-მა ბენეფიციარმა მიიღო.

-„აღნიშნულ პროექტს ევროკავშირი 2016 წლიდან აფინანსებს. პარტნიორი ორგანიზაციები არიან “ინოვაციების და რეფორმების ცენტრი” და “ევროპის სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი”. ამ პროექტის ძირითადი მიზანი ქალებისა და ბავშვების დახმარებაა. სამოცი სასაჩუქრე პაკეტი გავეცით, ორიღა დაგვრჩა თელავში გადასაცემი. ამ წელში მარაგი ამით ამოიწურა, მომავალ წელს ეს პროექტი კვლავ გრძელდება და ისევ გაიცემა 60 სასაჩუქრე პაკეტი. ამ დახმარების მიღების პირველი კრიტერიუმია ის, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველი უნდა იყოს, ზოგს შეიძლება მოხსნილი ჰქონდეს სტატუსი, მაგრამ მისი ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაინც ისარგებლოს ამ შეღავათით“, _ აღნიშნა “კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის” დირექტორმა თამარ ბექაურმა.

თამარ ბექაური

მისივე თქმით, სასაჩუქრე პაკეტების გარდა, ევროკავშირმა დააფინანსა ტრენინგები, სადაც დედებმა პატარების სწორად მოვლასთან დაკავშირებით საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღეს.

-„ტრენინგები ჩატარდა, როგორც დედებისთვის, ასევე მომავალი დედებისთვისაც. პარტნიორმა ორგანიზაციამ შეარჩია კარგი პედიატრები და სწორედ მათ ჩაატარეს აღნიშნული შეხვედრები. ბევრმა მათგანმა არ იცის, როგორ უნდა კვებოს ბავშვი, რა ასაკში უნდა მიიყვანოს აცრაზე და ა.შ. იგებენ იმ ინფორმაციას თუ რა სჭირდება 0-დან ექვს წლამდე ასაკის ბავშვს. მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ პედიატრებთან კონსულტაციისთვის ბავშვებიც მოეყვანათ. ტრენინგები მიმდინარე წელს 150 ქალმა გაიარა. მსგავსი აქტივობა 2019 წელსაც გაგრძელდება. ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა ასევე სამი საგრანტო პროექტი, გურჯაანში _ „ბავშვთა ნევროლოგიური მომსახურების ეფექტური სამედიცინო სერვისების დანერგვა და მათი ფუნქციონირების ხელშეწყობა“, თელავში _ „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში“ და მესამე ახმეტაში „ექიმები და უფლებადამცველები ქალთა და გოგონათა სექსუალური განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობისათვის”. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ ევროკავშირის დაფინანსებით ჩამოყალიბდა ორი სასწავლო ცენტრი სოფელ დუისში და ჯოყოლოში. აქ სწავლა დაინტერესებულ პირებს უფასოდ შეუძლიათ, გვაქვს როგორც პროფესიული ისე საგანმანათლებლო პროგრამები. სასწავლო ცენტრში უფასოდ მზადდებიან აბიტურიენტები. წელს ჩვენმა 31-მა კურსდამთავრებულმა ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში და ორმა ასპროცენტიანი გრანტი მიიღო. ძალიან ამაყები ვართ, იმიტომ, რომ ეს ბავშვები ჩვენ გადავამზადეთ“, _ აღნიშნა თამარ ბექაურმა.

“კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი” რეგიონში მცხოვრებ ყველა ქალს საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის კონსულტაციასაც სთავაზობს. ორგანიზაცია მზად არის დაინტერესებულ პირებს დახმარება გაუწიოს. შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე – 599 96 71 79, ან მისწეროთ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

https://www.facebook.com/Kakheti-Regional-Development-Foundation-KRDF-347251895340787/

ავტორი: თამარ კაპანაძე

სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.

(R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“არ გამოიყენოთ”- სეს-ი მოსახლეობას ბავშვთა კვების პროდუქტის შესახებ აფრთხილებს

20:42; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

ინგლისური ენის შესწავლის სტრატეგიები

17:45; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

“აგროჰაბის” დირექტორი: შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ

17:09; 22 იანვარი, 2026
საზოგადოება

სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შევიდა

17:01; 22 იანვარი, 2026

მარგველაშვილი: "საქართველოში კვლავაც პრობლემური რჩება შშმ პირთა უფლებების რეალიზაცია"

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს შეხვდა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა: მიმდინარეობს გიორგი გახარიას საჩვენებელი დასჯა

21:28; 22.01.2026
საზოგადოება

“არ გამოიყენოთ”- სეს-ი მოსახლეობას ბავშვთა კვების პროდუქტის შესახებ აფრთხილებს

20:42; 22.01.2026
მსოფლიო

“ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

19:31; 22.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:25; 22.01.2026
პოლიტიკა

“კრიზისის მართვის იმიტაცია”- როგორ აფასებს ჩოხატაურში ოპოზიცია ფასების დასაწევად შექმნილ კომისიას

18:17; 22.01.2026
საზოგადოება

ინგლისური ენის შესწავლის სტრატეგიები

17:45; 22.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:24; 22.01.2026
საზოგადოება

“აგროჰაბის” დირექტორი: შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებთ

17:09; 22.01.2026
საზოგადოება

სადისტრიბუციო და რითეილ კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შევიდა

17:01; 22.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა” წერილობით გააფრთხილა

16:56; 22.01.2026
საზოგადოება

სეს-მა ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

15:52; 22.01.2026
სამართალი

სუს-ი – ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით

15:40; 22.01.2026
საზოგადოება

ექთანი გამოძახებით _ ინოვაციური მიდგომა ჯანდაცვაში და სრული სამედიცინო სერვისი სახლის პირობებში

15:01; 22.01.2026
საზოგადოება

“შენობა ავარიულია”  _ კიდევ ერთი სოფელი ჩოხატაურში, სადაც ბაღის აშენებას ელოდებიან

14:32; 22.01.2026
ფინანსები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი-  მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:13; 22.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო