ევროპარლამენტის ლიტველი წევრი, პეტრას აუსტრევიჩიუსი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და უკრაინაში, ოდესის რეგიონის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ლიტვაში ცხოვრების უფლება უნდა მიეცეს. აღნიშნულ ინფორმაციას SPUTNIKNEWS ავრცელებს.
„სააკაშვილს შეიძლება ლიტვაში ცხოვრების უფლება მიეცეს. ყოფილ ქართველ ლიდერს შეუძლია აქ შექმნას პოლიტიკური ანალიზისა და კონსულტაციის რაიმე ორგანიზაცია, ლიტვის მოქალაქეობა კი მას საშუალებას მისცემს იმუშაოს ევროპაში“,_აცხადებს ევროპარლამენტარი.
მისივე თქმით, ლიტვის მოქალაქეობის მინიჭება სააკაშვილისთვის, სამართლებრივი სირთულეების მიუხედავად გამორიცხული არ არის.
როგორც ცნობილია, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა რამდენიმე დღის წინ უკრანის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ქართული მხარისგან მიღებული დოკუმენტების საფუძველზე ჩამოართვა.