ევროკავშირმა რუსეთისა და ყირიმის მოქალაქეებს და ფირმებს, რომლებიც საფრთხეს წამოადგენენ უკრაინისთვის და ძირს უთხრიან ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,სანქციები 6 თვით, 15 სექტემბრამდე გაუხანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
„სიტუაციის შეფასება არ ამართლებს სანქციების რეჟიმს“,_ ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, სანქციები რუსეთს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მისი ქმედებების გამო 2014 წლის მარტში დაუწესეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ე.წ. შავ სიაში შედიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი მრჩევლები, პარლამენტარები,თავდაცვის და ინტელიგენციის წარმომადგენლები, სამხედრო და საზღვაო დანაყოფების ჯარისკაცები, ასევე ყირიმელი სეპარატისტები და მეამბოხეები.
მაუწყებლის ინფორმაციით, სიიდან 2 პირი გარდაცვალების გამო ამოშალეს.
ამჟამად კი სიაში 150 ადამიანი და 37 კომპანიაა, რომლებზეც სავიზო აკრძალვა ვრცელდება და ევროპაში აქტივები გაყინული აქვთ.