იტალიაში ვიზიტის გამო, ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ინფორმაციას EUREPORTER-ი ავრცელებს.
გამოცემას დავიდ სასოლიმ თავად დაუდასტურა, რომ ის მომდევნო 14 დღის განმავლობაში სახლიდან იმუშავებს.
როგორც ევროპარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, თვითიზოლაცია ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით გადაწყვიტა.