აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას „არ უნდა დაეწყო ომი“ რუსეთთან და ივარაუდა, რომ კონფლიქტის დაწყებაში დამნაშავე კიევია.
მოგვიანებით ტრამპი უფრო შორს წავიდა და თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი „დიქტატორის არჩევნების გარეშე: „ის არ ატარებს არჩევნებს და მას ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს უკრაინაში“.
ეს თავდასხმები აშკარა სიგნალია იმისა, რომ ტრამპი არ დაუჭერს მხარს უკრაინას ისე, როგორც ბაიდენი უჭერდა.
ამის შემდეგ ტრამპი მოსკოვის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს და მისი გამონათქვამები ევროპელმა ლიდერებმა გააკრიტიკეს, _ ამის შესახებ წერილს telegraph.co.uk აქვეყნებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კეირ სტრამერმა, რომელიც აშშ-ში უნდა წარადგინოს ევროპელი მშვიდობისმყოფელების უკრაინაში გაგზავნის გეგმა, დაურეკა ზელენსკის და მხარდაჭერა აღუთქვა.
„პრემიერ-მინისტრმა გამოხატა მხარდაჭერა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის ზელენსკის მიმართ და განაცხადა, რომ სავსებით ლოგიკურია არჩევნების გადადება ომის მიმდინარეობისას, როგორც ეს გააკეთა დიდმა ბრიტანეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს“, _ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
ზელენსკის მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილმაც: „სამი წლის წინ ერთი ქვეყანა უკანონოდ შეიჭრა მეორე ქვეყანაში და მას შემდეგ უკრაინელები იბრძვიან თავისუფლებისთვის“.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ტრამპის მოსაზრებებს „არასწორი და საშიში“ უწოდა.
ზელენსკის მხარი ევროპის სხვა ლიდერებმაც დაუჭირეს _ საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ჩვენ არ გვესმის ბატონი ტრამპის გამონათქვამების ლოგიკა“.
გვიან საღამოს ზელენსკიმ X-ზე მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს“, _ ნათქვამია telegraph.co.uk-ის წერილში.