ლანჩხუთში „ევროპულ საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამ მაჟორიტარულ უბანზე: ჯურუყვეთში, გვიმბალაურსა და მაჩხვარეთში არ ეყოლება, ხოლო დანარჩენი ადმინისტრაციული ერთეულების სია ასე გამოიყურება: 1. ქალაქის პირველი ქვეუბანი – მერი მოისწრაფეშვილი; ქალაქის მეორე ქვეუბანი – თინათინ ხვედელიძე; ავთანდილ სურმანიძე – ნიგვზიანი; გულნარა ჩიჩუა – აკეთი; ზვიად ლომაძე – სუფსა; ლევან ტიკარაძე – ჩოჩხათი; რუსუდან კობალავა – ნიგოითი; ვახტანგ დონდოლაძე – ნინოშვილი; უჩა ჟორდანია – ლესა; ზურაბ კუკულავა – შუხუთი; თამაზ კილაძე – მამათი; თინათინ ტიკარაძე ღრმაღელე; მალხაზ სარჯველაძე – ჩიბათი; ზაურ რიჟვაძე – აცანა.
„ევროპული საქართეველოს” პარტიულ სიას ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი მარშანიშვილი ლიდერობს, მეორე ნომერი მერობის კანდიდატი ამირან გიგინეიშვილია, მესამე ნომერი ავთანდილ სურმანიძეა, მეოთხე – გოჩა ჯანაშია, მეხუთე მაყვალა იაკობაძე, მეექვსე – მერი მოისწრაფეშვილი, მეშვიდე გულნარა ჩიჩუა, მერვე – ზვიად ლომაძე, მეცხრე – ლევან ტიკარაძე და მეათე – რუსუდან კობალავა.