ბრიუსელში, ევროსაბჭოს შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა. ამის მიზეზი ტექნიკურ დაწესებულებებში სავენტილაციო სისტემის დაზიანება გახდა, რის გამოც რამდენიმე ადამიანი ტოქსიკური აირისგან მოიწამლა. ინფორმაციას ევროკავშირის გენერალური სამდივნო ავრცელებს.
შემთხვევის ადგილას სახანძრო და სამედიცინო ჯგუფები მუშაობენ. დაშავებულთა რაოდენობის შესახებ არაფერია ცნობილი. ევროსტრუქტურაში განაცხადეს, რომ ეს ინციდენტი არ იმოქმედებს ევროსაბჭოს შეხვედრის გამართვაზე, რომელიც 19-20 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ამასთან, ადგილობრივი რადიო სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ტოქსიკური აირისგან დაახლოებით 20 ადამიანი მოიწამლა.