FACEBOOK-ი წაშლის ყველა იმ გვერდს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო თვითიზოლაციის საწინააღმდეგო აქციებს მიეძღვნება,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ის ავრცელებს.
FACEBOOK-ის პრესპიკერის, ენდი სტოუნის თქმით, სოციალური ქსელიდან უკვე წაიშალა ანონსები კალიფორნიაში, ნებრასკასა და ნიუ-ჯერსში მასობრივი აქციების შესახებ.
მისივე განცხადებით, ანტისახელისუფლებო აქციაზე, რომლის ორგანიზატორები დისტანციის აუცილებლობაზე გაამახვლებენ ყურადღებას, მათზე ცენზურა არ გავრცელდება.
,,ფეისბუქი მოხსნის Facebook Events-ის ფუნქციების საშუალებით შექმნილ შეტყობინებებს, რომლებიც ხელს უწყობენ საპროტესტო აქციებს კალიფორნიაში, ნიუ-ჯერსში და ნებრასკაში, მაგრამ არ მოიხსნება FACEBOOK ჯგუფებს, რომლებიც ანტისახელისუფლებო აქციას შეეხება.“ – განაცხადა სტოუნმა.
როგორც მედია წერს, ბოლო დღეებში აშშ-ში აქციები იმართება იზოლაციის წინააღმდეგ, რადგან ადამიანების რეკორდულმა რაოდენობამ სამსახური დაკარგა.