ცოტა ხნის წინ ნორვეგიის ბერგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს Facebook-ზე „დამოკიდებულობის” სიმპტომები.
ბერგენის უნივერსიტეტის მეცნიერის სესილია ანდერსონის ხელმძღვანელობით ჩატარებული გამოკვლევებით გაანალიზდა „დამოკიდებულობის” მთავარი ელემენტები: მოთმენა, უარყოფა, ხასიათის ცვლილება, კონფლიქტი და განმეორება.
ექსპერტებმა გამოკითხეს 400 სტუდენტი და შეაფასეს მათი პიროვნული თვისებები, კომუნიკაბელურობის დონე, Facebook-ისადმი ინტერესი და ძილის ხარისხი.
ანდერსონი და მისი კოლეგები მივიდნენ დასკვნასთან, რომ სოციალურ ქსელებზე “დამოკიდებულობა” ყველაზე მეტად ქალებს ემუქრებათ.
ნაკლებად “დამოკიდებულები” აღმოჩნდნენ სოციალურ ქსელზე ორგანიზებული და ამბიციური ადამიანები. ისინი მას იყენებენ მხოლოდ, როგორც სამუშაო ინსტრუმენტს. აგრეთვე გაირკვა, რომ ხშირ შემთხვევაში Facebook-ზე “დამოკიდებულება” იწვევს ნევროზს.
“ჩვენ გავარკვიეთ, რომ Facebook-ით უფრო ხშირად სარგებლობენ ის ადამიანები, რომლებიც გრძნობენ თავს სოციალურად დაუცველად და ალბათ ამიტომ სოციალურ ქსელში მათ ურთიერთობა უფრო უადვილდებათ ვიდრე რეალურ ცხოვრებაში” – აღნიშნავს ანდერსენი.
მეცნიერები თვლიან, რომ ეს გამოკვლევა დაეხმარებათ მათ „ფსიქომეტრიული” ინსტრუმენტის პოვნაში, რაც დაეხმარება მათ ინტერნეტ-დამოკიდებულებასთან დაკავშირებული ქცევის პრობლემების გამოკვლევაში.