„ნაციონალურმა მოძრაობა“ თბილისის მერობის კანდიდატად „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი წარადგინა.
უდუმაშვილის წარდგენა მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართა.
როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, დღეს ყველა თბილისელისთვის უმნიშვნელოვანეს ადგილზე იღებს გამოწვევას და ერთვება არჩევნებში.
„მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად. მოვიდა დრო მოვისმინო თქვენი აზრი, თბილისის ქუჩებში, ეზოებში, სახელებში, პარკებსა და სკვერებში, ყველგან, სადაც ხართ, ყველგან, სადაც თბილისია. მოვიდა დრო, მოვიდე თქვენთან, გავიგო, რა გიჭირთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ იცხოვროთ უკეთესად. დღეს თბილისელები გაბრაზებულები ვართ, არასდროს ყოფილა ჩვენი ქალაქი მიტოვებული ისე, როგორც დღეს. არასდროს ამდენი მოუგვარებელი პრობლემა არ დარჩენილა. მე, როგორც ჩვენ, ვარ გაბრაზებული. მე გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი ვარ. მინდა, თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი“, _ განაცხადა უდუმაშვილმა.