გაჩიანში, სოფელ ყარაჯალაში ეჭვიანობის ნიადაგზე 12-მა კაცმა ერთზე სასტიკად იძალადა. მათ წამების პროცესი კამერით გადაიღეს, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში განათავსეს.
ძალადობის მსხვერპლის დედის განცხადებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციაში, მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ოჯახის წევრები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, დროულად დააკავონ ყველა დამნაშავე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ირწმუნებიან, რომ მათ თავად გაუსწორდებიან.
ოჯახის წევრების ცნობით, პოლიციას ამ დრომდე მხოლოდ ორი პირი ჰყავს დაკავებული, დანარჩენი ათი კი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.