ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიასა და ანაკლიაში ხუთი წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედას, ცინარა აბულაძეს შორის შელაპარაკება მოხდა.
ცინარა აბულაძემ ეკა ბესელიას უთხრა:“ჩემისთანა გაჭირვებულ დედებს თქვენ არ აქცევთ ყურადღებას. მე არც თქვენგან მიმიღია პასუხი“.
აბულაძე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან, პლაკატით მივიდა _ „დაკარგული გოგიტა აბულაძის მოხუც მშობლებს ხუთი წელია დღევანდელი უღირსი მთავრობა გვატყუებს“.
„არჩილ თალაკვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რომ იყო, მაშინ ორჯერ შევხვდი. ახლა პარლამენტის სკამს იკავებს. მე მისგან არაფერი პასუხი არ მიმიღია. რაშია საქმე?“ _ უთხრა მან ეკა ბესელიას და შეახსენა რომ თავად მასაც მიმართა შესაბამისი წერილით.
ეკა ბესელიას თქმით, შეუძლებელია მისთვის ამ ხნის განმავლობაში ინფორმაცია არავის მიეწოდებინა. ბესელიამ აბულაძეს უთხრა, რომ დარეკავს შესაბამის სამსახურებში და ყველაფერს გაარკვევს.
შეგახსენებთ, რომ გოგიტა აბულაძის საქმესთან დაკავშირებით გურია ნიუსი“ არაერთხელ წერდა. ჩვენს მიერ, 2014 წლის 26 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის პრესკონერენციაზე დასმულ კითხვაზე პასუხად მივიღეთ, რომ:
„უფრო მეტად რთული საქმე აღმოჩნდა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით გამოძიება გრძელდება და ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“, _ განაცხადა მაშინ ღარიბაშვილმა და შსს-ს მოუწოდა აბულაძის ოჯახის წევრებს შეხვედროდნენ და ინფორმაცია მიეწოდებინათ.
ამის შემდეგ, აბულაძის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე დღის განმავლობაში მართავნენ. მოგვიანებით მათ შს მინისტრის მაშინდელი მოადგილე არჩილ თალაკვაძე შეხვდა და გარკვეული სახის ინფორმნაციაც მიაწოდა, თუმცა დღემდე გოგიტა აბულაძის ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახმა არაფერი იცის.
გოგიტა აბულაძე სახლიდან 2012 წლის 18 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა, მოგვიანებით დედამ სახლში გოგიტას წერილი იპოვა, სადაც ის წერდა, რომ „გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ”.
გოგიტა აბულაძის დედის განცხადებით, მალხაზ პაჭკორია ყოფილი ხელისუფლების დროს კონტრდაზვერვის რეგიონალური სამსახურის მაღალჩინოსანი იყო.
წყარო – livepress
ამავე თემაზე:
გამოუცხადებელი მკვლელობების ქრონიკა _ 2010-1011 წწ
ცინარა აბულაძე: “გთხოვთ, მიიტანოთ პრემიერ-მინისტრამდე ჩემი სათქმელი”
“შსს-ს მოვუწოდებ, რომ ოჯახის ინფორმირება მოახდინოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“
უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულის ოჯახი აქციებს იწყებს
ანაკლია-ზუგდიდის გზა გადაკეტილია
უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულის ოჯახი შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს
უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულის ოჯახს შს მინისტრის მოადგილე შეხვდა
აქვს თუ არა კავშირი თავდაცვის მინისტრს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულის საქმესთან
“სამართლიანი მოთხოვნაა, სახელმწიფომ გაარკვიოს, რა დაემართა გაუჩინარებულ ადამიანს“
ირაკლი ალასანია: „ჩვენ ვთვლით, რომ ხელისუფლების ალტერნატიული ძალა ვართ“