(გაგრძელება) ფილადელფიაში ჩევედით მეორეჯერ მოვხთი იქინე ბევრი ნაცნობები დამხთა. გავიცანი ერ გადაბრაწული ციცაი მერილუ. მე მანიკოს ვუძახდი ჩვენებურათ. გადმეკიდა ერ იტალიელი აი ჩემი ქალიაო მანიკომ უთხრა დამთავრდა ჩვენს შორის ყოლისფერი დამეთხუეო, მაშვინ მთლა გასკტა გულზე არ დიეთხუა მე გასუმ მე გაჭუმო უჩივის. რა ბიძია ყრუი ხომ არ ხარ არ უნდიხარ მეთქი ვუთხარი რაცხა მომაძახა იტალიურად. რას პრაწავ მაგ თვალებს მეთქი გამეიწია მომიქნია მუშტი და მომხთა თვალში ეგონა დავეცემოდი. ცალი თვალი დამეფსო მარა უცფათ ვდღლიზე და ვაყრევინე კპილები გამოენთო მისი აფხანიკები ბედად შოვის კაცები იყვენ ორი მექსიკელი და ინდიელი შეიქნა ნამეტარი ბდღვნაი ძლივს გაგვაშორეს.
შიკაგო კაი ქალაქია, ღამით ისეა აბჟღრიალებული რავარც ნიორკი თითქოს ქალაქის თავზე მზეი დუუმაგრებიათო. რაც ამერიკაში ვარ სუნთლა პატარა ქალაქში მიწევდა ცხოვრება, შიკაგო კი გვარიანი მოზრდილია, გარეუბანში იყო საჯინიბო და სავარჯიშო მოედანი. ყველა ცისმარა დღეს ვარჯიში გვქონდა გამოწერილი ვინც არ იცოდენ ილეთები ქე ვასტავლიდით შოვში აბდლური წესები იყო ლოგინში არაკაცი ჩექმებით არ უნდა დაწვესო გაგიგია ამფერი ამბავი? მე უსტავლელი კაცი ვარ მარა აბდალა კი არ ვარ! სთუთქო უნდა თავში ამის დამწერს. არენაზე ციცებთან ლაპარიკი აკრძალული იყო მარა შემდეგ რავარც ტკიპა ისთე იყვენ მიწეპებულნი ჩვენს ბიჭეფიზა ვერ მუაშორებდი. ანცანდრეს იქოური ქალი შეუჩთა ცოლად გამოგყობიო… ჯერე უარობდა მარა მერე დეიწერა ჯვარი და დეეთხუა შოვს ახლა ცხოვრობს კალიფორნიაში ცოლთან ერთად.
გამევიცვალე შოვი. თუთხმეტი დოლარი ქე დამრჩა.
ოზდაცხრა წლის გავხდი დრო ისთე გეირბინა ვერ დიეწევი პაწა სუფრა გავშალეთ ქართველები და აქოურებიც მყავდა დაპაიჯებული .ჰქონებიათ კაი ღვინო რამოდენომე ბოთლა ვიყიდე მოვამზადეთ ჩვენებური კერძები კაი შეპიწკინებული გოჭი ქათამი ღომიც გავაკეთე. ყველი იტალიური ჩვენებურ სუნელებიც ვიშონე ამერიკელებმა თითები ჩააყოლენ. ტოლიბაში შავლა დეინიშნა ყველა კარგათ სუამდა ვილაპარიკეთ ვიმღერეთ. გვიანობამდე მოგვიწია ძაან დროი ვატარეთ როცხა სტუმბრები გავაცილე ზევით ევიხედე ცა გაფსებული იყო ვარსკლავებით ბაღნობა გამახსენდა ბაღნობაში ბახმაროში რუმ ვიყავით იქინე ფსხლის ხეზე ავძრობოდი და ვუცქერდი ვარსკლავებს.
კაი ხანია აფერი არ დამიწერია ქახალდიც კი ვერ მივწერე სახში არ მქონდა ამის საშვალი. ცხენმა მიმტყუნა, წაცთა ფეხი წაიფორხიალა თავი ვერ შევიკავე და ტრიბუნის ღობეს დავემხე, მარჯვენა ხელი მომტყტა. და პაწა ბაღანასავით დავრჩი, ჩემს ბედზე აირის ქე მყავდა გუერდით და იგი მივლიდა ვასტავლე მჭადის გამოცხობა და ქათამს აკეთებს ნიგვზით. გამიფუჭტა საქმე პატრონმა შემომითვალა ამდონ ხანს ვერ დაგელოდებიო მოჯირითე მჭირდებაო და ჩემ არდგილზე სხვა ეიყვანა.
გეიარა ერთი თვეი კანტრაქტი დავდევი ახალ შოვთან კაი პირობებს მპირდებოდენ წევიმუშავე ცოტა მარა იგი სუნთელი სიცრუე დარჩა. წამევედი იქიდანაც. უმუშევარი დამტიეს. რავარც დამბული ძაღლი ისთე ვიყავი რომ გეიგო ძველმა პატრონმა ჩემი ამბავი ისთევლე მიმიღო თავისთან. ვაშკაცურა მეიქცა.
გუშხამ უნაგერი მომპარენ ძაან შეწუხთა ყველაყაი გამოიძახენ პოლისმენები აქეთ მიდგენ. დაკითხენ ხალხი მარა ჯერჯერობით ვერაფერს მიაგნენ ძაან უნაგერი მქონდა ჩვენებური ამფერს აქანე სად ვიშონი.
შეგხთა რაცხა წაფსება ცირკი ვიმუშავეთ ერთი თვეი მევიკალით თავი წუმაში და ქარში და უბედურობაში და მოვსთხუეთ ფული და გვითხრა შოვის პატრონმა რომ მაცალეთ პატარაიო მერე რომ მივედით მოგვცა ნახევარი კვირის_მეტი არ გეკუთვნითო ამევიღე ხანჯალი თავს ნუ მომაკლიეფ ვუთხარი! ძმანებო თუ ეხლა ვაპატივეთ მერე თავზე დაგვაჯდება მეთქი, ერთი სენტიც რომ დააკლდეს არ მივიღეფ-მეთქი, დეიწყო ხვანცალი და ქე მოგვცა მერე ფული.
ჯერობით გვარიანად ვარ მარა მაწუხებს შინაურებთან დაშორება თანაც ნამეტარი არეული სიძმრები მაქ ზარალი კი ვნახე წროულს მარა რა ვუყოთ. მაქ იმედი დღეი იქნება თუ ხვალ ამევიღებ ჩემს ზარალს თუ ღმერთი შეგვეწია და მაშვინ კი აფერი მიჭირს. მთავრდება აი შემოდგომა ახლა დეიწყება სიცივეები და უბედურობა. მთავარია ამ ზამთარში თუ გევიტანე თავი. იმისანა საქმეს ველი მომავლიზა რო ამის იმედით ვარ. აქაური მუშავობა დიდი ძნელია.
საქმიზა ვიყავი არკანზასში ჩასული ადგილია ასეთი ეორექა სფრინგსი. ვინცხას რამე ავანტყოფობა თუ აქვს იქინე მიდის სამკურნალოთ. ქრისტეშობისთვე იყო. შევედი ქალაქში. შერიფის სახთან დამხთა მილეთის ხალხი რა ხდება რა ამბავია მეთქი? ბილი დულინი დეიჭირესო
(ბილ დულინი 1858-1896 წწ ველური დასავლეთის ცნობილი ბანდიტი, მოკლა შერიფმა ჰექ თომასმა).
მაი ყაძახი გურიაში რუმ ფირალებია მისანა იყო. სახლის წინ იდგა მაღალი კაცი და იქოურ შერიფს რაცხეებს ელაპარიკებოდა აგი მაღალი კაცი ბილ თილმენი იყო
(უილიამ თილმენი 1854-1924, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი შერიფი. 10-იან წწ თავისი თავგადასავლების შესახებ დადგა რამოდენიმე ფილმი. 1924 წელს მოკლა გფბ-ს მთვრალმა აგენტმა. აქ მოთხრობილი ამბავი მოხდა 1895 წლის დეკემბერში )
თილმენი შეხედულად იყო იშვიათი ვაშკაცი ულვაშს ატარებდა, ლურჯი თვალები ჰქონდა ნამეტარი პატიოსანი იყო უდანაშაული კაცს არ აწუხებდა ყაჩაღებს რავარც ცეხლის ისთე ეშინოდათ კაი ხანია უკვე დულინს დასდევდა გეიგო მაგი რაცხა ავანტყოფობას ირჩენდა ამ ადგილებში. ყაჩაღი დულინი აბანოში იწვა და უცფათ შამოუვარდა თილმენი ღვდლის ტანსაცმელში გადაცმული და დაადვა თოფი მწოლიარეს ქე წეიღო თურმე დულინმა ხელი რეველვერისკენ მარა უთხრა თილმენმა არ გეინძრე თუარა გაგათავეფო რა უნდა ექნა. ჩამუართვა თოფ იარაღი გეიგდო წინ ხელაწეული და ასთე ჩამეიყვანა ქალაქში.
ნააღდომეფს სახლიდან წერლი მივიღე როის ჩამოხვალო შენ აღარ ხარ ჩამომსლელიო ჩვენ რეიზა გვტიებ აქანეო მე მივწერე ქახალდი მიორეჯერ არ იფიქროთ მაგფერი აბდლური პაწა ამომასუთქებიეთ საკმარის ფულს მოვაგროვებ და წამეგიყვანთ მეთქი თუ აფერი გამევიდა დავბრუნდები სახში სხვა რაი გზა მაქ. თუ აქანე საქმე მევიწყე ჩემეფს ხომ არ დავტიეფ გურიაში
ერთჯერ დიდი წარმოდგენა იყო ბევრი ხალხი მევიდა. ვიჯირითეთ და ლუკაი ჩხარტიშვილი ჩვენი მეთაური იყო ნამეტარი მოსწონდა პუბლიკას მისანა ცხენზე თამაში არაკაცს არ შეეძლო მისი სურათები დახატეს გაზეთებშიწინა დღის ნაწუმარი იყო ლუკა ცხენზე იჟდა მიაჭენებდა ერთი გზობა ჩამოხტა და შამუახტა ცხენზე. მერე ცხენის ზრუგზე იდგა ცხენს ფეხი დაუცდა და წეიქცა. ლუკაი შორს მეისროლა ბიჭეფი გამოუარდით და მივცვივდით მთელი ხალხი წამუარდა ზეით. შემოვეხვიეთ ყველა და ვშინჯავდით სა ქონდა ჭრილობა ლუკა უაზროდ იწვა. ცხენს კისერი მოტყდა და მოკტა. ღმერთმა თქვენს მტერს აჭამოს იმისანა შიში რაც ჩვენ იქინე ვჭამეთ! ასე უგუნოდ გადეიყვანეს ჰოსპიტალში ლუკაი გადარჩა სიკტილს. იქინე ჰოსპიტალში კაი ხანს იწვა მარა მოშუშდა და მალე ისთევლე მობრუნდა შოვში.
( ლუკა ჩხარტიშვილი 1864-1936 ? ცნობილი მოჯირითე. იგი ჯირითობდა 1892 წლიდან პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. ეს ამბავი მოხდა 1896 წლის 14 აგვისტოს ინდიანაში გამოსვლისას, მაშინ ლუკა ერთხანს კომაშიც კი ჩავარდა ).
დათაეს გოგო გუუთხოვებია ქორწილიც კაი გადოუხდიათნამეტარი დაგვაკლდიო მიჩივიან ქე მინდა ახლა იქინე ყოფნა მარა რას ვიზამ.
შოუს დავეთხუე არ მქონდა ილაჯი. დევიწყე რაცხა ბიზნესი. მაღაზია გავხსენით აირისის ნათესაობაც წამეხმარა. შით ყოლისფერი იყიდება პაწა ქე ვაჭრობს და საჭმლის ფულს ვშოვნილობთ. ღამის სკოლაში დევიწყე სიარული ამ სიბერის დროს მომინდა სტავლა. უსტავლელი კაცი გუუთლელია და დაპრკოლებული თანაც ამ ქვეყანაში ნამეტარი საცოდაობაა ვსტავლობ ამერიკის, ევროპის ისტორიებს, მათემათიკს დევიწყე მარა გამიჭირდა ვცთილოფ. არ მინდა შევრცხვე. ქართულათ არაკაცს რომ არ ველაპარიკები მეშინია არ დამავიწყტეს.
ცოტა ხანი ვიმუშავე ლივაის მაღაზიაში ნამეტარი მდიდარია იმსიმაგრე შარვალს კერავს რუმ მეინდომო ვერ დახევ თანაც ჩასაცმავია კაი.
ამერიკაში რაც დევიწყე ცხოვრება იმდენი ახალი ვნახე ათი კაცის სიცოცხლე ეყოფა მგონია. ნიორქში ვიყავი ერ ადგილას რავარც თიატრი ისთეა მოწყობილი სინათლეს აქრობენ და სიბნელეში კედელზე გაკრულ თეთრ ნაჭერზე კარტიჩქები მოძრაობენ რავარც ცოცხლები ისთე ვიფიქრე ხალხი დგანა მეთქი მარა ახლო რო მივედი ცოცხალი კარტიჩქები არიენ, მაი ხალხი რაცხანაირად გუუცოცხლებიათ. ხან შენსკენ მუა ხან იცეკვებს ბოქსიც იყო გადვირიე კაცი ამფერი არა. მისდღემჩი არც დამესიძმრებოდა.
ანცანდრესგან მივიღეთ წერილი ნამეტარ კაის იწერება გააკეთენ ბაღნები და ქე არიან კარგათ სიმამთან დოუწყია სამსახური. ანცანდრე სამუშიერს არ იყო მიჩოვილი მარა მევიდა ჭკვაზე.
ახლა ამერიკა ესპანეთან ომობს კუნძულია ასეთი კუბა. გაზეთი წევიკითხე რუზეველთმა შეკრიბა ვინც კი ვაშკაცი ცხენოსანია და წეიყვანა ომში. მაი რუზეველთი ნიორქში მხავდა ნახული…. წარმოდგენები გქონდა. იქინე იყო ერთი არდგილი სადაც საპატიო სტუმბრებს აჯენდენ ხოლმე მეც სუ მაინტერესებდა ვინ მოდიოდა ერხელ მოვიდა ულვაშიანი კაცი მრგვალი სათვალეები ეკეთა იმმინუჩი ვიცანი რუზეველთ გაზეთებში მხავდა ნანახი მისი სურათი იყო დახატული. ახლა ვფიქრობ ვერ გადმიწყვეტია ჯერე მეც ხომ არ წევიდე იქნებ გამოვდგე საქმეში ცხენოსნობა ქე ვიცი და თოფის სროლაც მარა აირის ნამეტარი უარზეა…(სტილი დაცულია)
( თეოდორ რუზველთი 1858_1919წწ. აშშ_ს 26_ე პრეზიდენტი, ყოფილი ქაუბოი, ამერიკა_ესპანეთის ომის მონაწილე ).