რუსთაველზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. გამთენიისას, სოციალურ ქსელში დაანონსებულ აქციას, რომელიც ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს მოყვა, ბევრი ადამიანი შეუერთდა.
“ჩვენი თავისუფლებისთვის” _ ამ ლოზუნგის გარშემო გაერთიაებულო ადამიანები შსს-მიერ ჩატარებული ოპერაციის მეთოდებს აპროტესტებენ.
_ ჩვენი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. გუშინდელი სპეცოპერაცია იყო ჩვენს თავისუფლებასთან ბრძოლა და არ ვაპირებთ თავისუფლების დათმობას, _ამბობენ აქციაზე მოსულო ახალგაზრდები „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
რუსთაველზე, პარლამენტთან, შეკრება 15 საათზეა დაანონსებული, აქ ყოველ წუთს მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც კლუბებთან განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.