გორის მუნიციპალიტეტში გამთენიისას სპეცოპერაციის შემდეგ 6 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს და ამბობს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 303-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხე-ტყის უკანონო გაჩეხვას გულისხმობს.
დაკავებულების ახლობლები ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა პროცედურები ძალის გადამეტებით ჩაატარეს და კაცი მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით დააკავეს.
“გადმოუგდიათ საწოლიდან, ძირს დაუგდიათ, ფეხშიშველი ფეხით წაიყვანეს, ფეხსაცმელებიც კი არ ჩააცვეს. ხე-ტყის უკანონო მოჭრაზეო, რომელიც არც მოუჭრია. [უკანონოდაა დაკავებული თქვენი შვილი?] უკანონოდაა კი”, – ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის დედა.