„2017 წელს ოჯახურ ძალადობას 464 000 ადამიანი ემსხვერპლა, მაშინ როდესაც, ამავე პერიოდში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 89 000 ადამიანი დაიღუპა“,_ აღნიშნულ ინფორმაციას UNODC-ი ავრცელებს.
უწყების ანგარიშის მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ადამიანების რიცხვი 1992 წელს 395 542 იყო, რაც ნიშნავს, რომ ჰომიციდის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი გაიზარდა.
ანგარიშის მიხედვით, ორგანიზებული დანაშაული 2017 წელს მომხდარ მკვლელობების 19%-ია. ორგანიზებული დანაშაული, ისევე, როგორც შეიარაღებული კონფლიქტი ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს და საფრთხეს უქმნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და კანონის უზენაესობას.
ჰომიციდის მსხვერპლი უმეტესად კაცები და ბიჭები არიან, თუმცა, ოჯახისა და ინტიმური პარტნიორების მიერ ქალებიც ხშირად იღუპებიან.
ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს ბიჭებისა და კაცების 81% ჰომიციდის მსხვერპლი იყო, თუმცა, 90%-ზე მეტი კაცი არის ბრალდებული.
ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან გოგოები და ბიჭები 9 წლამდე, დიდი რისკის ქვეშ კი არიან 15-დან 29 წლამდე ბიჭები.
რეგიონების მიხედვით კი, ჰომიციდის ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკასა და აფრიკაში ხდება.