ირანში გაეროს ადამიანის უფლებების სპეციალური მომხსენებელი თეირანს კორონავირუსის ფონზე ყველა პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც ირანში წუხელ განაცხადეს, ციხეებში კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, 70 000 პატიმარს დროებით ათავისუფლებენ.
თუმცა, გაეროს მომხსენებელმა ჯავაიდ რეჰმანმა განაცხადა, რომ გაათავისუფლეს ისინი ვინც 5 წელზე ნაკლები დროით იხდიდა სასჯელს, ხოლო პოლიტპატიმრები და სხვები, რომლებიც სასჯელს უფრო მძიმე დანაშაულისთვის ან საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობის გამო იხდიან, ციხეში რჩებიან.
„ეს შემაშფოთებელია და ვურჩევ ირანის ისლამურ სახელმწიფოს გაათავისუფლოს დროებით ყველა პატიმარი“,_ აცხადებს ის.