ლანჩხუთში საარჩევნო ბლოკს _ „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ მერობის კანდიდატი არ ეყოლება. საარჩევნო ბლოკს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ოთხ მაჟორიტარულ უბანზე ჰყავს წარმოდგენილი კანდიდატურები. ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ნინო ბურჯანაძის პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ნონა მურვანიძე იქნება. ჩოჩხათში მაჟორიტარობის კანდიდატად მურვანიძის მეუღლე გიორგი გურგენაძეა დასახელებული. მამათში ბლოკის სახელით დეპუტატის მანდატის მოპოვებას მამუკა ნაცვალაძე შეეცდება. ქალაქში კი კოტე ქანთარია იქნება, რომელმაც „პატრიოტთა ალინსის“ რიგები რამდენიმე დღის წინ დატოვა.
საარჩევნო ბლოკის ხუთეული კი ასეა წარმოდგენილი: ნონა მურვანიძე, გიორგი გურგენაძე, მამუკა ნაცვალაძე, შოთა ფიფაიშვილი და ბესარიონ ესართია.