“დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გოჩა ძიმისტარაშვილი იქნება.
“დიახ, გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ მერობის კანდიდატი ვარ. უკვე შექმნილია ჩემი საარჩევნო შტაბი, მიმდინარეობს საარჩევნო შეხვედრები და ძალიან მალე მოხდება დარეგისტრირება. “გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ გადაწყვიტა ჩემი კანდიდატურა წარადგენია ოზურგეთის მერის პოსტზე, რასაც, ბუნებრივია, დავთანხმდი, რადგანაც, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამით აქტიურ ოპონირებას ვუწევ კლანურ-მაფიოზურ რეჟიმს“, _ გვითხრა გოჩა ძიმისტარიშვილმა.
გოჩა ძიმისტარაშვილი 2013 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე “პატრიოტთა ალიანსიდან“ მოხვდა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და ის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე იყო, მაგრამ მოგვიანებით ამ თანამდებობიდან გადააყენეს და მის მაგივრად დეპუტატი ირინა საჯაია აირჩიეს.
გოჩა ძიმისტარაშვილს ყოფილი თანაგუნდელი, ნანული ორაგვალიძე ფულის გამოძალვაში ადანაშაულებდა, მაგრამ ეს საკითხი ბოლომდე არ მისულა.
2016 წელს მან “თავისუფალი საქართველოს“ რიგები დატოვა, ძიმისტარაშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც “თავისუფალი საქართველო“ “პატრიოტთა ალიანსთან” გაერთიანდა (საპარლამენტო არჩევნების წინ). მაგრამ ახლა ისევ ამ პარტიიდან იყრის კენჭს.
“დავტოვე “თავისუფალი საქართველო“, რადგან ეს პარტია კოალიციაში “პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად ეცდება ხმების მოპოვებას. არანაირი საქმე არ მაქვს ისეთ პარტიასთან, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულია“, _ ამბობდა გოჩა ძიმისტარაშვილი,
ძიმისტარაშვილის თქმით, მან დამოუკიდებლად იყარა კენჭი 2016 წლის არჩევნებში და შემდეგ ისევ დაუბრუნდა “თავისუფალ საქართველოს.“