„გაგვათავისუფლეთ ბატონები, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოზე მომუშავე ადამიანები საშემოსავლო გადასასახებისგან. იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ჯანმრთელობიდან და სიცოცხლიდან საკმაოდ ვიხდით“, _ აღნიშნული განცხადება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონსტიტუციის პროექტის განხილვისას ერთ-ერთმა გამომსვლელმა იოსებ ციცქიშვილმა გააკეთა.
„მე რატომ უნდა დავიბეგრო და ჩემი საშემოსავლო ბეგარით სხვას როგორ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო, როცა მე თვითონ დასახმარებელი და მოსავლელი ვარ. როცა მე მთელი 25 წელიწადი ვიხდი საშემოსავლო ბეგარას და სახელმწიფო ვერ მეხმარება. რატომ არ შეიძლება დავაფასოთ ის გმირებეი, რომლებიც ქვეყნის შენებაში თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სწირავენ? სიცოცხლის უფლება ხომ უზენაესია? გაუთანაბრეთ შრომის გმირები და ვეტერანები სამშობლოსთვის დაცემულ, თავდადებულ და გარდაცვლილ გმირებს და ვეტერანებს“, _ აღნიშნა თავის გამოსვლისას იოსებ ციცქიშვილმა, რომელიც მისივე თქმით, საწარმოო ტრავმის შედეგად დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.
გარდა ამ მოთხოვნებისა, ფილარმონაში შეკრებილი საზოგადოების ნაწილი პროტესტის ფონზე ითხოვს არ გასხვისდეს ქართული მიწა უცხოელებზე.