„მთავარი პრობლემა პანკისის ხეობაში არის უპატრონობა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, ჰესი არის აისბერგის წევრი,“ – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა პანკისში განვითარებულ მოვლენებს.
გიგი უგულავამ პანკისელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. სიმშვიდე არის მათი თავდაცვის და სიმართლის დამტკიცების ყველაზე კარგი საშუალება.
მან ხელისუფლების მიერ გადადგმულ არასწორ ნაბიჯებზე ისაუბრა.
„მიუღებელი საყურებელია, როდესაც ვხედავთ პოლიციელების მიმართ ნასროლ ქვებს, ჯოხებს, უნდა გვესმოდეს რატომ მივიდეს ულამაზესი და მნიშვნელოვანი რაიონი ამ ვითარებამდე.
ბოლო 7 წელია ივანიშვილი და მისი მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში დგამს იმ უგუნურ ნაბიჯებს, რამაც საბოლოო ჯამში აქამდე მიგვიყვანა. აქ იგულისხმება ის, რომ სახელმწიფოდა ცენტრალური მთავრობა, არცერთი შტო აღარ წარმოადგენს იქ ფაქტორს.
ვაკვირდებით კადიროვის ხალხის და ISIS-ის რეკრუტირების ძალიან სახიფათო, მავნებლურ სახელმწიფოსთვის კამპანიას, რასაც ჩვენი ხელისუფლება არაფერს და ვერაფერს უპირისპირებს… “გაიღიმეთ” უტიფრად რომ გვეუბნება მინისტრი, როდესაც კვამლშია გახვეული პანკისის ხეობა, ეს არის უტიფრობის ზეიმი გახარიას და მთავრობის მხრიდან,“- აღნიშნა უგულავამ რუსთავის 2-ის ეთერში.