საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ “ეტალონის” 2016-2017 სასწავლო წლის ფინალისთვის მზადება მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი 24 ივნისს საზეიმო ფინალით დასრულდება.
მასში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქების “ეტალონი მოსწავლეები” მიიღებენ მონაწილეობას.
“ეტალონის” ფინალზე ქალაქ ოზურგეთს წარადგენს ქალაქ ოზურგეთის #3 სკოლის მოსწავლე მარიამ ჩხაიძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტს წარადგენს მთისპირის სკოლის მოსწავლე ნინო სარიშვილი.
ჩოხატაურს #1 სკოლის მოსწავლე გივი მდინარაძე, ხოლო ლანჩხუთს ლანჩხუთის #2 სკოლის მოსწავლე სალომე ჩიკაშუა წარადგენს.