ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სკოლებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 100%-იანი გრანტი 8 კურსდამთავრებულმა მიიღო.
#1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნინო ფასიეშვილი 100%-იანი გრანტით თსუ-ში მოხვდა; 100%-იანი დაფინანსებით ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული სალომე ვადაჭკორია.
100%-იანი გრანტით თავისუფალ უნივერსიტეტში ისწავლის ამავე სკოლის კურსდამთავრებული ანანო მჟავანაძე; ამავე სკოლის კურსდამთავრებულებმა: რევაზ სარიშვილმა და მარიამ ნიქაბაძემ 100-100 %-იანი გრანტი მიიღეს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლებლად.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100 %-იანი გრანტით ჩაირიცხა #4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ანი ტრაპაიძე. ამავე უნივერსიტეტში, ასევე 100%-იანი გრანტით მოხვდა ქვედა ბახვის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ვასილ თენიეშვილი.
თავისუფალ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ისწავლის სოფელ მერიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თორნიკე კეჭაყმაძე;
100%-იანი გრანტით ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტში სწავლას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლის კურსდამთავრებული რეზო გიორგაძე გააგრძელებს.
70-70 %-იანი დაფინანსება სწავლის გასაგრძელებლად მიიღეს: #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა: ლაშა სამსონიამ, გიორგი ბაჯელიძემ, ნინო კალანდარიშვილმა, ქეთევან ჯაფარიძემ, ლუკა ვაშალომიძემ; ლიხაურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ზაზა ვაშაყმაძემ; ქვედა ბახვის სჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ნესტან ხარაბაძემ; წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულმა საბა სირაძემ.
50-50%-იან დაფინანსებაში მოხვდნენ: #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები: თემურ წულაძე და ირაკლი ტრაპაიძე; #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები: მარიამ გიორგაძე, გიორგი ქილიფთარი, ნინო ქორიძე, ტატო შარაძე, ვალერიან კობალაძე, ირაკლი გოლიაძე, აკაკი ცეცხლაძე;
#4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები: თემურ ჯანანაშვილი, ანან ხვადაგიანი, ანი დარჩია, რატი ქვეითაია;
სოფელ ასკანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნინო ეგიაზაროვი; სოფელ ბახვის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თამარ ჯულაყიძე; სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თედო შარადენიძე; სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიორგი გოგიბერიძე; სოფელ მელექედურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თორნიკე ხინთიბიძე; სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნატალია ჭანუყვაძე; სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გიორგი გოგოტიშვილი; სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები: ვალერიან ლიპარტელიანი და რევაზ გოგონაძე; სოფელ შრომის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნინი ჯაბუა; წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულები: თამარ ბასილაშვილი და მარიკა დონაძე; წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულები: გვანცა ანდღულაძე და ლაშა თოდრაძე.