ოზურგეთის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, ოზურგეთელმა მოსწავლეებმა საატესტატო გამოცდებში კარგი შედეგი აჩვენეს.
“გამორჩეული წელია იყო და მინდა ყველას მიმივულოცო _ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს. რაც შეეხება ჩაჭრილთა რაოდენობას, პირველადი მონაცემებით 9 პროცენტს შეადგენს”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას იმედაშვილმა.
რაც შეეხება გამორჩეულ მოსწავლეებს _ ყველაზე კარგი შედეგი 10 მიიღო სამ საგანში (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ისტორია) #4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ანა ტრაპაიძემ აჩვენა.
ამავე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს მოსწავლეს, თემურ ჯანანაშვილს 10-იანი აქვს ორ საგანში _ უცხო ენა და მათემატიკა; მეოთხე საჯარო სკოლის კიდევ ერთ კურსდამთავრებულმა ანა ხვადაგიანმა 10 აქვს მათემატიკასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში; მილენმა აკოფიანმა 10-იანი უცხო ენაში დაიმსახურა, ხოლო რატი ქვეითაიამ მათემატიკაში.
მეორე საჯარო სკოლის ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულების შედეგები ასეთია: ლაშა სამსონია _ შეფასება 10 ორ საგანში (უცხო ენა და მათემატიკა); მარიამ ნიქაბაძე _ შეფასება 10 ორ საგანში (ქართული ენა და ლიტ. უცხო ენა) ; ქეთი ჯაფარიძე _ შეფასება 10 საგანი უცხო ენა; ანანო მჟავანაძე _შეფასება 10 _ საგანი უცხო ენა; სალომე ვადაჭკორია_ შეფასება 10, საგანი უცხო ენა; გიორგი ბაჯელიძე _ შეფასება 10, საგანი ისტორია; ლუკა ვაშალომიძე _ შეაფასება 10, საგანი მათემატიკა.
მათემატიკაში, უმაღლესი 10-იანი შეფასება მიიღო პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თემურ წულაძემ.
ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს სოფლის სკოლების მოსწავლეებმა.
მათი სია ასე გამოიყურება: კეჭაყმაძე თორნიკე _ შეფასება 10 ორ საგანში (უცხო ენა, მათემატიკა) – სოფელ მერიის საჯარო სკოლა; ჩიგოგიძე თენგო _ შეფასება 10, საგანი უცო ენა, სოფელ მელექედურის საჯარო სკოლა; სიმსივე მანანა _ შეფასება 10, საგანი უცხო ენა, სოფელ. მელექედურის საჯარო სკოლა; ხინთიბიძე თორნიკე _ შეაფასება 10, საგანი მათემატიკა, სოფელ მელექედურის საჯარო სკოლა; ფირცხალავა ლუკა _ შეფასება 10, საგანი უცხო ენა, დაბა ლაითურის საჯარო სკოლა; ძნელაძე დიმიტრი _ შეფასება 10, საგანი უცხო ენა, დაბა ნარუჯის საჯარო სკოლა; შაშპეკიან რობერტი _ შეფასება 10, საგანი უცხო ენა, დაბა ურეკის საჯარო სკოლა; გოგონაძე რევაზ _ შეფასება 10, საგანი ქართული ენა და ლიტერატურა, ქვედა ბახვის საჯარო სკოლა; ლიპარტელიანი ვალერიანი _ შეფასება 10, საგანი უცხო ენა, ქვედა ბახვის საჯარო სკოლა; სირაძე საბა _ შეფასება 10, საგანი ქართული ენა და ლიტერატურა, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სკოლა.