ფოტო, რომელსაც “გურია ნიუსი” გთავაზობთ, “საქართველოს იმედის“ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
“ფოტო გადაღებულია ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც ჩემმა პატარა ბიჭმა ძალიან გულისხმიერი, გამბედავი და შრომისმოყვარე მედპერსონალის დახმარებით დაამარცხა კოვიდ-19. ყველა თქვენგანი ხართ გმირები. ბევრ გამოჯანმრთელებულ და მადლიერ პაციენტს გისურვებთ”, – წერს სოციალურ ქსელში ორი წლის ბავშვის მშობელი.
ორი წლის ბავშვი, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, გამოჯანმრთელდა და ახლა თავს კარგად გრძნობს.