„ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ფაქტი რჩება ფაქტად. ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი კორონავირუსით ინფიცირებული, რომელმაც არ ან ვერ მიიღო სტაციონარული დახმარება.
ეს არის ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იმის, თუ რატომ გვყავს ჩვენ სწრაფად გამოჯანმრთელებულების ამდენი რაოდენობა და რატომ არის ლეტალური კოეფიციენტი ჩვენთან ასეთი დაბალი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.