სოციალურ ქსელში, ფეისბუქის მოხმარებელი თაკო სონღულაშვილი სტატუსს აქვეყებს, სადაც აღწერს დღევანდელ დროში გალაკტიონს, ნიკოლოზ ბარათაშვილს, იოსებ გრიშაშვილს, ზაქარია ფალიაშვილის, რომ ეცხოვრათ, რას დააყენებდნენ ფეისბუქის პროფილის და ქავერის ფოტოდ.
„გალაკტიონს რომ ფეისბუკი ჰქონოდა, პროფილზე მგლის ფოტო ექნებოდა, ან ქავერზე მაინც. ჩაბნელებული ფეისბუკი – 1 ფოტო, 1 ქავერი, 21 ფრენდი.
ასევე ექნებოდა რამდენიმე ექაუნთი თავისი სახელებით და ყველა ექაუნთზე დაგვამატებდა. ასევე რამდენიმე ფეიქ ექაუნთიც აუცილებლად ექნებოდა.
ილია ჭავჭავაძეს profile photo-ზე – თავის და ოლღას ფოტო. ფოტოზე ელისაბედის კომენტარი: ჩემი სიმპატიური ძმა სულ გრძელ-გრძელ პოსტებს დაწერდა, მის დაპოსტილ წერტილსაც კი ათასობით ლაიკი და შეარი ექნებოდა. როგორც მთავარ ოპინიონ მეიკერს.
აკაკი წერეთელი კი – თავის გამოპრანჭულ ფოტოს და ზოგადად, სულ თავის ფოტოებსა და სელფებს დადებდა. ხანდახან ლექსებს. ხან აღმას დაჩექინებოდა, ხან – დაღმას. უფრო ინსტაგრამ ინფლუენსერი იქნებოდა. ეფლირტავებოდა ყველას, განურჩევლად ასაკისა და მდგომარეობისა.
ნიკოლოზ ბარათაშვილი წამოვიდოდა ფორუმ.ჯიდან, აქ არც ერთი ფოტო არ ედებოდა თავისი და ყველას ეგონებოდა ტროლი.
ელენე დარიანი – ბოტი.
ზაქარია ფალიაშვილს ქავერზე – თავისი დიდი ოჯახის ფოტო, პოსტებად მხოლოდ ოპერების იუტუბ ლინკები და ახალი ტრეკები. ნადეჟდა ბუზოღლი ყველა მის პოსტს დაალაიკებდა
იოსებ გრიშაშვილს – ქავერზე – ნარიყალა, პოსტებად – ლექსები ქალებზე და ხარფუხზე. იქნებოდა თბილისური ამარკორდისა და ფოლორცის მთავარი ადმინი. არტარეაზე ექნებოდა თავისი რუბრიკა – თბილისის ბოჰემა. ფრენდებში ქალები, ყარაჩოხელები და კინტოები.
მიხეილ ჯავახიშვილს ერთი ფოტო ექნებოდა წლობით უცვლელად. რომ დაპოსტავდა რამე ბრაზიანს, მილიონი კომენტარიდან არცერთს გასცემდა პასუხს. არც კი დაალაიკებდა.
ნიკო.ლორთქიფანიძე.ასე.დაპოსტავდა.სათქმელს…
ვაჟა ფშაველას ფეისბუკი არ ექნებოდა – რა კაცის საქმე სეისბურგიაო – იტყოდა.
დანარჩენი მეზარება, მაგრამ ერთს დავამატებ: არავითარ სტამბა, ფაბრიკა და ა.შ. ყველა ორთაჭლის საამო ბაღებში დაჩექინებოდა ყოველ პარასკევს
პ.ს. გურამ რჩეულიშვილი ჩემი შეყვარებული იქნებოდა.“ – წერს თაკო სონღულაშვილი.