დღეს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ლეღვასა და სოფელ ქობულეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მეხუთე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. ინტენსიურად იწმინდება სასოფლო და საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზები, ასევე სტიქიით დაზარალებული ოჯახების გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს.
გეოლოგებმა ამ დროისათვის 30-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის შეისწავლეს, რომელთა გეოლოგიური დასკვნებიც რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი. გეოლოგიური შესწავლის შემდგომ ოჯახების მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს.
სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გვიან ღამემდე გაგრძელდება.