ბრაზილიის გოიასის შტატის კოლონიაში უიღბლო პატიმრის გაქცევა წარუმატებლად დამთავრდა. მსჯავრდადებული თანამზრახველების მიერ კედელში გაკეთებულ ხვრელში გაიჭედა. შედარებით გამხდარმა პატიმრებმა კი გაქცევა მოახერხეს და მათ პოლიცია ეძებს.
გამოსასწორებელი დაწესებულების პატიმარი რაფაელ ვალდაო მეგობრებს მიჰყვა, მაგრამ საკუთარი სიმსუქნე არ გაითვალისწინა. ვიწრო ხვრელში წელს ზემოთ კი გაძვრა, მაგრამ მერე გაიჭედა. ვალდაოს სასოწარკვეთილმა ყვირილმა დარაჯების ყურადღება მიიქცია.
ბევრს ეცადნენ, მაგრამ ხვრელიდან ვერც წინ და ვერც უკან, ვერ გამოათრიეს. ხელმოცარული მსჯავრდადებულის დასახმარებლად სახანძრო ჯგუფი გამოიძახეს. მაშველებმა ღრმული გააფართოეს და რაფაელ ვალდაო გაათავისუფლეს.” “იგი მსხვილი და მაღალია, რა თქმა უნდა, ასეთ ვიწრო ხვრელში გაძრომას ვერ მოახერხებდა. ამჟამად ვალდაო მკურნალობს. მას ერთი ნეკნი აქვს გატეხილი”, _ ამბობს სახანძრო განყოფილების უფროსი ტიაგო კოსტა.