პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და უმრავლესობის წევრი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
გედევან ფოფხაძე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობდა. ფოფხაძის გამოსვლამ უმრავლესობის წევრის დაჩი ბერაიას გაღიზიანება გამოიწვია და მიმართა, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიას ატარებს.
დაპირისპირება ერთმანეთისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
“თუ ჩემთან რამე გინდა, გამოდი გარეთ და გავარკვიოთ”, _ მიმართა გედევან ფოფხაძემ დაჩი ბერაიას.
დაპირისპირების დროს გედევან ფოფხაძის მხრიდან ბერაიას მიმართ იყო რეპლიკა: “დავბრიდავ მაგას…”
წყარი: https://pia.ge/