ამ წუთებში პარლამენტის წინ შეკრებილებს გიორგი ვაშაძე მიმართავს.
მისი თქმით, ზაზა სარალიძის ადგილსამყოფელი უცნობია და სარალიძეს სთხოვს გააკეთოს განცხადება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ასევე, ხელისუფლებას სთხოვს 15 წუთში განაცხადონ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელდა ინფორმაციაც რომ სარალიძე სახალხო დამცველთან ერთად იმყოფება, ამიტომ განცხადების გაკეთებას მასაც სთხოვენ
როგორც ცნობილია, სარალიძემ კუპრავას 7-ის 15 წუთზე მისწერა, რომ აქციაზე მოდიოდა, მაგრამ აქამდე არ გამოჩენილა.