სისხლიანი ანგარიშსწორება ბოლნისის სტადიონზე. დავით რეხვიაშვილი ადილობრივებმა ქალაქის შესასვლელთან მომაკვდავი იპოვეს. რეხვიაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ერთ-ერთი ვერსიით, რეხვიაშვილსა და ბრალდებულს შორის წარსულში მძიმე დაპირისპირება მოხდა. თავდასხმის წინ კი მათ შორის სტადიონზე კიდევ ერთი კონფლიქტი განვითარდა.
ბრალდებულმა, რომელიც წარსულში ნასამართლევია, კონფლიქტის ადგილი დატოვა და შემდეგ სტადიონზე შეიარაღებული დაბრუნდა.
“სტადიონზე შელაპარაკება მოსვლიათ. მერე ის კაცი, ვინც მოკლა წასულა და დაუბარებია გარდაცვლილისთვის დამელოდე აქო. გამოუტანია თოფი და დაახალა თურმე”, _ ამბობენ ადგილობრივები.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული შსს-მ უკვე დააკავა, თუმცა უწყებას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
წყარო: მთავარიტვ