ვარდო სიხარულიძე, ჩოხატაური:
_ რა თქმა უნდა, არა
მალხაზ ჩხიკვაძე, ჩოხატაური:
_ პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს დაპირისპირებული მხარეების გამაერთიანებელი. არათუ მმართველ პარტიასთან, არამედ ოპოზიციურ პარტიებთანაც არ უნდა იყოს დაპირისპირებული. ამიტომაც არის, რომ პრეზიდენტს პარტიულობა ეკრძალება. შესაბამისად, არც მმართველი პარტია არ უნდა უყურებდეს პრეზიდენტს, როგორც ოპონენტს პოლიტიკურ პაექრობაში. სამწუხაროდ, მეორე ტურში გასული ვერც ერთი კანდიდატი საზოგადოებაში გამაერთიანებლის როლს ვერ ითამაშებს.
მაია სიხარულიძე, ჩოხატაური:
_ კი.
ქეთინო შავიშვილი, ოზურგეთი:
_ შეთანხმებულად უნდა მოქმედებდნენ.
ლენა სირაძე, ოზურგეთი:
_ ერთმანეთს ანგარიშს უნდა უწევდნენ.
ლია არობელიძე, ოზურგეთი:
_ ერთიანობა უნდა იყოს.
თაზო ჩოგოვაძე, ოზურგეთი:
_ დაპირისპირებას სახეირო არაფერი მოაქვს. შეთანხმებული მოქმედება უნდა იყოს.
ქეთინო მანაგაძე, ლანჩხუთი:
_ ქვეყანა რომ წინ წავიდეს, ამისთვის ძლიერი ოპოზიციაა საჭირო.
თამაზ ურუშაძე, ლანჩხუთი:
_ სიტყვა _ “დაპირისპირება” არ ჟღერს რაღაც კარგად.
ლაშა სარჯველაძე, ლანჩხუთი:
_ მგონი, დღევანდელ სიტუაციაში, ეს უფრო გამართლებული უნდა იყოს.