რუსუდან მანაგაძე, ლანჩხუთი:
_ არ ვიცი. თუმცა, ბიძინა ივანიშვილი რომ საკმაოდ დიდი ძალაა “ქართული ოცნებისთვის”, ფაქტია.
ზურაბ ჩიჩუა, ლანჩხუთი:
_ პოლიტიკისგან შორს ვარ.
მაია კუკულაძე, ლანჩხუთი:
_ ოპოზიციური პარტიების დაბალი რეიტინგის ხარჯზე შეიძლება არ გაუჭირდეს. ხალხის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ არჩევნის საშუალება არ აქვს და ამიტომაც აპირებს არჩევნებში ხმა “ქართულ ოცნებას” მისცეს.
ზვიად ზენაიშვილი, ლანჩხუთი:
_ ვნახოთ, ოპოზიციურ პარტიებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.
ვანო ჯაყელი, ჩოხატაური:
_ ალბათ, კი.
ვერა ყაჭეიშვილი, ჩოხატაური:
_ არ ვიცი.
ნატო მახარაძე, ჩოხატაური:
_ რა ვიცი, მაგათ თავისი მომხრეები ჰყავთ, თუმცა, მე არ ვარ მაგათი მომხრე.
ნინო მახარაძე, ოზურგეთი:
_ რასაც ვუყურებ, მე მგონი, არა.
მანანა გიორგაძე, ოზურგეთი:
_ ჩემი აზრით “ქართულ ოცნებას” ძალიან კარგი გუნდი ჰყავს და გაიმარჯვებს.
გიორგი ჯაში, ოზურგეთი:
_ არ ვიცი, ვერ გეტყვით, არ მიფიქრია მაგაზე.
ვალერიან გიორგაძე, ოზურგეთი:
_ რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს.