გიორგი ბურჭულაძე, ოზურგეთი:

_ არ ვარ ჯერ ჩამოყალიბებული.
ბაგრატ ლოდია, ოზურგეთი:

_ ავირჩევდი ერთ ჭკვიან გურულ გლეხს _ მაგათ ყველა ჯობს.
ზაზა სირაძე, ოზურგეთი:

_ კაბინაში გადავწყვეტ _ ვისი რა საქმეა?!
ანზორ სალუქვაძე, ოზურგეთი:

_ ჩემი საქმეა, ვის მივცემ ხმას.
ლონდა ბურჭულაძე, ოზურგეთი:

_ არც ერთს არ მივცემ ხმას.
თამილა ბურჭულაძე, ოზურგეთი:

_ მე თვითონ გადავწყვეტ, ვის მივცე ხმა.
მედეა სარიშვილი, ოზურგეთი:

_ კაბინაში გადავწყვეტ.
ჯუმბერ როყვა, ოზურგეთი:

_ ვაშაძეს!
ირაკლი ქერქაძე, ოზურგეთი:

_ ეს ჩემი საქმეა.
თემურ ურუშაძე, ლანჩხუთი:

_ პრეზიდენტი ყოველგვარი ფუნქციის გარეშეა დარჩენილი და ამიტომ, საერთოდ არ ვაპირებ საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღო მონაწილეობა.
ნინო ზენაიშვილი, ლანჩხუთი:

_ ასე ღიად რატომ უნდა ვთქვა?!
ნონა გობრონიძე, ლანჩხუთი:

_ ნამდვილად არ ვიცი, რა არჩევანს გავაკეთებ _ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.
დათო ჩხაიძე, ლანჩხუთი:

_ ხმის მიცემა ფარულია და არჩევანს საარჩევნო ურნასთან დავაფიქსირებ.
ირა კვირიკაშვილი, ჩოხატაური:

_ ჯერ არ ვიცი. ბოლო დღეებში გადავწყვეტ, ვინ უნდა შემოვხაზო.





























































