გოჩა ნადირაძე, ლანჩხუთი:
_ შოთაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და დატოვა თანამდებობა, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის.
თამარ თათარაშვილი, ლანჩხუთი:
_ კარგი იქნება, სიმართლის დასადგენად და დამნაშავის დასასჯელად ქუჩაში აღარ უწევდეს ადამიანებს გამოსვლა.
მიშიკო ჩერქეზია, ლანჩხუთი:
_ შოთაძის წასვლა არაფერს ცვლის. მეორე შოთაძე მოვა, თუ სისტემა არ შეიცვალა.
ნინო პატარაია, ლანჩხუთი:
_ ალბათ, უნდა გადამდგარიყო. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
მედეა მჟავია, ჩოხატაური:
_ ძალიან ცუდად.
ნათელა სიხარულიძე, ჩოხატაური:
_ ძალიან ცუდად. ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს.
ია თოდრია, ჩოხატაური:
_ უნდა გადამდგარიყო აუცილებლად იმიტომ, რომ სიმართლე არ არის დამტკიცებული.
იმედა მამინაშვილი, ოზურგეთი:
_ დადებითად, ძირითადად.
დიმიტრი ნაცვალაძე, ოზურგეთი:
_ დემოკრატიული პროცესი უფროა.
პაატა ანდღულაძე, ოზურგეთი:
_ დადებითად.
თემურ მდინარაძე, ოზურგეთი:
_ უფრო დადებითად ვუყურებ.
ლია ხინთიბიძე, ოზურგეთი:
_ ძალიან ცუდი ამბავია.
თამარ კალანდაძე, ოზურგეთი:
_ უარყოფითად ვაფასებ.
შაქრო ახალაძე, ოზურგეთი:
_ დადებითად ვაფასებ.
გურამ თარხნიშვილი, ოზურგეთი:
_ შეიძლება, კარგია.
ეკატერინე კიკვაძე, ოზურგეთი:
_ უარყოფითს ვერაფერს ვხედავ ამაში.
ავთანდილ სიხარულიძე, ოზურგეთი:
_ სამართლიანი პროცესია.
ნანული ტარიელაძე, ოზურგეთი:
_ ძალიან კარგი და წავიდეს ყველა.
ირმა ფუტკარაძე, ოზურგეთი:
_ დადებითად ვაფასებ. აქციას შევუერთდები.
ნონა დავითაძე, ოზურგეთი:
_ მე დადებითი განწყობა მაქვს ამ ამბების მიმართ.