გიორგი ცინცაძე, ოზურგეთი:
_ პირველ რიგში, მოხელეს ქცევა მოეთხოვება. ოპოზიცია სულ ითავხედებს.
ანზორ კეკელიძე, ოზურგეთი:
_ მაინც ზრდილობიანი ქცევაა საჭირო.
აკაკი თევდორაძე, ოზურგეთი:
_ ყველაზე ადვილი, გინებაა, კაცო, საქმე მითხარი შენ!
მინდია თავაძე, ოზურგეთი:
_ ძნელია უმსგავსობის მოთმენა, ყველა ადამიანები ვართ.
გურამ ჭყონია, ოზურგეთი:
_ არ შეიძლება გინება, პირველი პირია ქვეყანაში.
ირმა კიდიაროვა, ოზურგეთი:
_ მაინც ზრდილობიან სიტყვა-პასუხს არ უნდა გაცდეს.
ვაჟა ბაჯელიძე, ოზურგეთი:
_ რად უნდა ლაპარაკი, მაინც მოთმენა ჯობს.
კახა კინწურაშვილი, ლანჩხუთი:
_ რაა სათქმელი. ამ ურთიერთგინებაში ბოლოს ხალხი გამოდის ნაგინები.
ვარდო კვაჭაძე, ლანჩხუთი:
_ გასაგებია ემოციის მოზღვავება, მარა პრემიერს მეტი თავშეკავება მართებს.
გულივერ თოფურია, ლანჩხუთი:
_ სირცხვილია, ხალხი ისედაც გაჭირვებული და ნარვებმოშლილია. ასეთი რაღაცეების ტელევიზიით ჩვენება არ უნდა ხდებოდეს. მე თუ მკითხავთ, საერთოდ არაა საჭირო პარლამენტის სხდომის ტელევიზიით ჩვენება. დამიჯერეთ, მერე აღარც იპოზიორებენ და აღარ დაერევიან ერთმანეთს.
რეზო ორაგველიძე, ლანჩხუთი:
_ გამოიყვანა წყობიდან კვირიკაშვილი. ყველაზე კაი იქნებოდა, ყბაში ეგლიჯა და მოეჯინა მის ადგილას მელია.
ირაკლი მარშანიშვილი, ლანჩხუთი:
_ მიუღებელი და დაუშვებელია პრემიერისგან ასეთი საქციელი.
ბიძინა თევზაძე, ჩოხატაური:
_ კვირიკაშვილი შესანიშნავი პრემიერ-მინისტრია და ამასთან ერთად გამოირჩევა მორალური თვისებებით. ამ შემთხვევაში მელიას მიმართ უცენზურო სიტყვები კი არა, აფერუმ მის თავის შეკავებასა და კაცობას. ეს არის ადამიანი, რომელიც ზრუნავს, ფიქრობს ქართველი ხალხის ბედზე. ისინი კი მხოლოდ ჩამოქცევაზე, ჩამონგრევაზე და ყოველგვარ ნეგატიურზე ფიქრობენ. რაზეა საუბარი _ თუ გული გაქვს ადამიანს და თუ სული გაქვს ჭეშმარიტი, მაშინ ასე მოიქცევი.
კაკო ქამადაძე, ოზურგეთი:
_ პირველი პირია, საზოგადოება უყურებს, არ შეიძლება გინება.
გოდერძი მემანიშვილი, ოზურგეთი:
_ მთელი საქართველო უყურებს, ცუდად ჩანს.
ისკუნ აროიზიანი, ოზურგეთი:
_ ცუდი მოსასმენია, მაინც ზრდილობიანი ქცევაა საჭირო.
მარინა კომუშოვი, ოზურგეთი:
_ ზრდილობიანი ქცევა უპირველესია.