გიორგი კიკვაძე, ოზურგეთი:
_ კი, უნდა გადადგეს.
ოთარ მამალაძე, ოზურგეთი:
_ რა ვიცი, როგორც უნდათ.
ვაჟა დარჩია, ოზურგეთი:
_ დისციპლინა აამაღლონ და იყვნენ.
გიორგი ჯულაყიძე, ოზურგეთი:
_ კი, უნდა წავიდნენ.
გია ტუღუში, ოზურგეთი:
_ არა, რატომ უნდა გადადგეს?
ვარა ვარდოსანიძე, ოზურგეთი:
_ კი, უნდა გადადგეს.
ლევან მჟავანაძე, ოზურგეთი:
_ რატომ უნდა გადადგეს? უკეთ უნდა იმუშაონ!
ნინო ვაშაყმაძე, ოზურგეთი:
_ არ უნდა გადადგეს.
ზაზა ვასაძე, ოზურგეთი:
_ იყოს, რა! რატომ უნდა წავიდეს?
ლევან მდინარაძე, ოზურგეთი:
_ არ უნდა გადადგეს მთავრობა.
თამარ ხურციძე, ოზურგეთი:
_ არ დამთავრდა ეს გადადგომა-გადმოდგომა?
რეზო გაბედავა, ოზურგეთი:
_ არ უნდა გადადგეს. უკეთ უნდა იმუშაოს.
ვახტანგ დარჩია, ოზურგეთი:
_ იყოს, ბატონო და მოგვხედონ. დავიჩაგრეთ ხალხი!
შოთა შაქარიშვილი, ოზურგეთი:
_ წავიდნენ.
ანზორ ინწკირველი, ოზურგეთი:
_ მალე უნდა გადადგეს ეს მთავრობა.
ნინო ღლონტი, ოზურგეთი:
_ არა, არ უნდა გადადგეს
მამუკა ანანიძე, ლანჩხუთი:
_ რა თქმა უნდა, უნდა გადადგეს.
ზურაბ ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ უნდა გადადგეს, აბა, რა! რა საჭიროა ეს არაფრის მაქნისი მთავრობა?!
გია დოლიძე, ლანჩხუთი:
_ მთლიანად სისტემაა შესაცვლელი.
სვეტლანა კაჭარავა, ჩოხატაური:
_ ნაწილობრივ ვფიქრობ, რომ უნდა გადადგეს.
ოლღა უბილავა, ჩოხატაური:
_ ვფიქრობ, რომ უნდა გადადგეს, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული ეს.