ოზურგეთში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა, რამაც პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას.
როგორც გურია ნიუსს ატყობინებენ, ამ წუთებში შუქი არ მიეწოდება ჭანიეთი-მაკვანეთი-ლიხაურის მოსახლეობას.
მათივე ინფორმაციით, გაუწმენდავია გზები. მოსახლეობა პრობლემის სასწრაფოდ აღმოფხვრას ითხოვს.
როგორც ენერგოპრო ჯორჯიას ოზურგეთის სერვისცენტრში განუცხადეს, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ელექტროენერგიის მიწოდება 15 საათისთვის აღდგება.