რამდენიმე თვიანი ონლაინსწავლების შემდეგ დღეს სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა რა ვითარებაა ჩოხატაურში, განახლდა თუ არა სწავლა ყველა სკოლაში და როგორია ეპიდვითარებიდან გამომდინარე მოსწავლეების დასწრება სწავლის პირველ დღეს გაკვეთილებზე_ ამ საკითხის გასარკვევად ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, შორენა სიხარულიძეს ვესაუბრეთ.
„ ჩოხატაურის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. აქამდე გრძელი გზა გავიარეთ. ჩატარდა მასობრივი ტესტირება ყველა მასწავლებლის, ადმინისტრაციული პერსონალის, ტრანსპორტის მძღოლის, ასევე მშობლების. სკოლებში განვაახლეთ მარაგი პირბადეეების, სადეზინდექციო სითხეების. ყველა ის რეგულაცია, რომელიც აქამდე მოქმედებდა ძალაში რჩება. დიდი იმედი გვაქვს, რომ საკლასო ოთახებში სწავლას დიდ ხანს გავაგრძელებთ.
პირადად ვიმყოფებოდი რამდენიმე სკოლაში და დასწრება მაღალია. თითქმის 100%-იანი“,_ გვიპასუხა სიხარულიძემ.