განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
“ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. შეძრწუნებულები ვართ მომხდარით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანასკოლელებს.
სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები გააგრძელებენ მე-100 და 169-ე საჯარო სკოლებსა და “მწვანე სკოლაში” მოსწავლეებთან მუშაობას, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში”, – წერია განათლების სამინისტროს განცხადებაში.