“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’-ს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ მორიგი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან გამართა. შეხვედრაზე, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა, ოზურგეთში მოქმედი ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყო მიწვეული. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და განხილულ იქნა ყველა საკითხი, რომელიც ოზურგეთისთვის დღეს აქტუალურია.
ბეგლარ სიორიძემ ამომწურავად უპასუხა ყველა შეკითხვას და სამომავლოდ არასამთავრობო სექტორს მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზა, რათა ყველა საკითხი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი იქნება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით იქნას გადაწყვეტილი.
მარინა სუნგულია, “რეგიონული ასოციაცია’’: “ამ შეხვედრაზე ძირითად საკითხად მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმის საკითხი გამოიკვეთა. ასევე, ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე. განვლილი სამი წელი მაძლევს უფლებას, ვთქვა, რომ ქალაქის განვითარების პროცესი სწორად მიდიოდა. აქედან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, თუ საზოგადოება ისურვებს, აქტუალურ საკითხების გადაწყვეტის პროცესში ჩაერთოს, ჩვენ ყველანი ერთად მივიღებთ მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.’’
ზვიად ერაძე, “გურიის ახალგაზრდული რესურს-ცენტრი”: ‘’ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო პასუხები, რომელიც ჩვენს შეკითხვებზე გაიცა, იყო საიმედო და დამაკმაყოფილებელი. ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. მივიღეთ პირობა, რომ, ფინანსების არსებობის შემთხვევაში, ყველა ის პრობლემა იქნება მოგვარებული, რაც დღეს მუნიციპალიტეტს აწუხებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობით.’’