აჭარიდან და გურიიდან ასწლოვანი ხეების დენდროლოგიურ პარკში გადატანის პროცესს გარემოს დაცვის სამინისტრო სწავლობს.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ განცხადება უწყების პირველმა პირმა, გიგლა აგულაშვილმა გააკეთა:
_ აჭარიდან და გურიიდან ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემოწმების პროცესი რამდენიმე დღეა დაწყებულია, _ აღნიშნა აგულაშვილმა და დასძინა, რომ საკითხის დეტალებზე პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრებს.