ლანჩხუთში, ქალაქის #2 საარჩევნო უბანზე მომხდარი დარღვევის თაობაზე ავრცელებს ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ დამკვირვებელი სალომე ოჩხიკიძე.
ოჩხიკიძემ დარღვევის თაობაზე #61 საარჩევნო ოლქს საჩივრის განცხადებით მიმართა, სადაც ის წერს, რომ გარეშე პირი მოქალაქეს შეყვა ხმის მისაცემ კაბინაში და მიუთითა ერთ-ერთი პრეზდენტობის კანდიდატი.
„ამ ფაქტზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია კომისიის თავმჯდომარეს ზაზა კილაძეს, მდივანს აზა ჯორბენაძეს და მოადგილეს ნუნუ ხელაძეს“, -წერს საჩივარში არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი და შემდგომი რეაგირებისთვის საოლქო კომისიას მიმართავს. დამკვირვებლის თქმით, მას ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალაც გააჩნია.