https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„გაშაყირებულები“ _ ნესტან კირთაძე და გივი ბერიკაშვილი

8:04; 15.04.2019
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

რამდენჯერმე მსახიობების გარემოცვაში მოვხვდი და აღმოვაჩინე, რომ ამ პროფესიის ადამიანებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია “სახალისო ისტორიების” მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ აქტიორები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ. მაგალითად პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, მსახიობების მიერ ნათამაშევი როლები კი დროის ყველა გამოცდას უძლებს და მაყურებლის გულებშიც ადგილს მუდმივად იკავებს.

ზემოთ აღვნიშნე რომ პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან. გაგიკვირდებათ და დღევანდელ „მოგონებებს“ ყოფილი პოლიტიკოსის, კობა ამირხანაშვილის ორი „ისტორიით“ დავიწყებ.

„ქართული სუფრისა და ჩვენი ტრადიციების შესახებ კარგად მოგეხსენებათ, ამიტომ ზედმეტი განმარტება აღარ იქნება საჭირო. ერთ მშვენიერ დღეს დაბადების დღე აქვს „დიდ კაცს“ – კობა დავითაშვილს. ყველანი ვემზადებით ღონისძიების ჩასატარებლად და გვინდა, კარგად აღვნიშნოთ ეს ღირსშესანიშნავი თარიღი.

წავედით ერთ-ერთ რესტორანში. ჩატარდა კონკურსი თამადის დანიშვნაზე და კახა კუკავამ გაიმარჯვა. გაუბრწყინდა კახას სახე და ემზადება, კარგი სიტყვაკაზმულობით რომ გაგვაოცოს. მას სიტყვა-პასუხი კი აქვს, როგორიც საჭიროა, მაგრამ „გაბარიტებით“ ვერაა ისეთი, რომ სვავებივით კაცები დაათროს. ვამჩნევთ, კახა, შეძლებისდაგვარად, ისხამს ღვინოს მუცელში, რომ თანამესუფრეების დაცინვის ობიექტი არ გახდეს. თანდათან ვხედავთ, რომ კახას მუცელი ებერება და ისეა უკვე, სადაცაა გასკდება, ეს შენიშნა იუბილარმაც და ხმამაღლა შესძახა – ე, მანდ, მაგ ოქროსავით კაცს რამე არ მოუვიდეს, მიმიხედეთო. ამასობაში აიღო ყანწი ჩვენი პარტიის წევრმა ქალბატონმა, რომელსაც „მათე ბიჭს“ ვეძახით, მე და კუკავას დაგვიწყო შეგულიანება – ესაა თქვენი დალევა, მიდით, შეუბერეთ, ბიჭებოო… კახა დგას წრუწუნასავით გაბერილი მუცლით და წონასწორობას კარგავს. მე კი ვზივარ, მაგრამ ვაი, იმ ყოფას. მაინც არ ვჩერდებოდი და კუკავას დავცინოდი, ნეტავი, რამდენი ლიტრი ჩაისხი მაგ საოხრე მუცელში-მეთქი. ამასობაში, მე მოვიყუდე ფიალით ღვინო და მომენტალურად გავითიშე. ცხვირი ჩავყავი შიგ და ფშვინვაც ამომხდა. როგორც იქნა, თანაპარტიელებმა და მათ შორის „მათე ბიჭმა“ მომიკიდეს მხარზე და სახლამდე მიმათრიეს, ხოლო წრუწუნასავით მუცელგაბერილი კუკავა მარტო „მათე ბიჭის“ გაცილებას დასჯერდა და თავის ფეხით გაეცალა იქაურობას. რომ არა ყოჩაღი „მათე ბიჭი“, ჩვენი მომხედავი კაციშვილი არ იყო – ქართული სუფრისა და კარგი ღვინის გადამკიდე, ისე ვიყავით ყველანი უკლებლივ გათიშულები“.

ბატონი კობა კიდევ ერთ ქალბატონს გაიხსენებს. ეს პიროვნება რამდენიმე წლის წინ საქართველოს პრეზიდენტობაზე პრეტენზიას აცხადებდა. სამწუხაროდ არჩევნებში დამარცხდა და საკუთარი სურვილის ასრულებას რამდენიმე წელიწადში ალბათ კვლავ შეეცდება. გამიგრძელდა ამ ქალბატონზე საუბარი და სიტყვას კვლავ ბატონ კობას გადავცემ.

„მოგეხსენებათ, კარგა ხანს მომიწია პარლამენტში ყოფნამ და სწორედ იმ პერიოდში პარლამენტის წევრები იყვნენ – გივი შუღაროვი, ჯანსუღ ჩარკვიანი და ნესტან კირთაძე. იცით, ალბათ, რომ ბატონი ჯანსუღი საოცარი იუმორის პატრონია და ამ მხრივ, კოლეგებს სხვადასხვა სიურპრიზებით გვანებივრებდა. იმ პერიოდში ნესტან კირთაძეზე მთელი პარლამენტი იყო „აკრეფილი“, რადგან ძაან გამომწვევად იქცეოდა. ეს ჯანსუღს არ გამოპარვია და დაწერა ასეთი ლექსი:

„ნესტან, ნესტან, ბარაქ მზეს, შენ ძუძუდან მოვწოვ რძეს“. ქვემოთ კი მოაწერა ხელი – გივი შუღაროვი და გაუგზავნა ნესტანს. მაშინ დეპუტატებს მაგიდაზე გვქონდა კანონების მთელი წყება და ისე იყო ახუნძლული ერთმანეთზე, ჩვენ ძლივს ვჩანდით. ნესტანი გაეცნო რამდენიმე კანონს, ბოლოს კი ეს ლექსი რომ წაიკითხა, გაავებული გაქანდა დიდი დავთრით ხელში და მთელი კანონთა შეკვრა თავში „დღლიზა“ საწყალ გივი შუღაროვს. გივი გაოგნებული და შეშინებული კითხულობს, რა გინდა ჩემგან, რას მერჩიო. როცა ნესტანმა ლექსი გაუწოდა, ეს რა დაგიწერია, შე გათახსირებულოო, გაგიჟდა კაცი, – ნესტან-ჯან, ამას მე როგორ დავწერდიო, – თან მოჯღანული სახით თავზე ისვამდა ხელებს, ისე ტკივილს ვერ იყუჩებდა. მერე კი გაირკვა ყველაფერი და იუმორმა თავისი ქნა, ვიცინეთ გულიანად და ნესტანიც შემოვირიგეთ“.

პოლიტიკოსის „მოგონებიდან“ თეატრალურ სამყაროში გადავინაცვლოთ და სიტყვა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ გურამ ჯაშს მივცეთ. ბატონმა გურამმა გივი ბერიკაშვილს ერთხელ განსაკუთრებული ოინი მოუწყო.

„ხაშურში ვართ დაპატიჟებულები, გივი ბერიკაშვილისთვის უნდოდათ საღამოს მოწყობა. მარტო ხომ არ წავალო, იფიქრა და ახლობლები წაგვიყოლა. სანამ დავიძვრებოდით, მანამდე ზარი იყო ხაშურიდან, მაგრამ მერე გაწყდა და ვეღარ დარეკეს. გივი საფიქრალში ჩავარდა, ნეტავი, რატომ მირეკავდნენო. ორი მანქანით წავედით, წინ გივი ზის თავის ბიჭთან, ზურასთან ერთად და უკან მივყვებით ჩვენ. მგზავრობისას შემიჩნდა რაღაცა და ვერ ვისვენებ, მინდა, გივი გავაშაყირო. ამ დროს ბედად ის ზარი გამახსენდა, დილას რომ დაურეკეს გივის ხაშურიდან და ვეღარ დაელაპარაკნენ. ჩემი ნომრიდან კი დავრეკე გივისთან, მაგრამ, გამოვრთე ის მომსახურება, ჩემი ნომერი რომ არ დაფიქსირებულიყო და ფარული ნომრით ვურეკავ გივის. მიპასუხა, გისმენო. ხაშური-მეთქი, – ვუყვირე. დიახ, დიახო – გამომეხმაურა და გავუთიშე ტელეფონი, რომ ნელ-ნელა მომემზადებინა გასაგიჟებელი ნიადაგი.

ჩვენი მანქანა ფეხდაფეხ მისდევს მას და უკნიდან ვხედავ გივის რეაქციებს, როგორ ცმუკავს, ნელ-ნელა მოუსვენრობა ეწყება. გავიდა ცოტა ხანი და კიდევ ვურეკავ ფარული ნომრით. ხაშური, ბატონო გივი, ხაშური! – ვუყვირი ტელეფონიდან. ჰო, გისმენ, შე დალოცვილო, ამოიღე ხმაო, – უკვე ხვეწნა დამიწყო. ამ დროს ისევ გავთიშე ტელეფონი. ერთი ზარიც იყო საჭირო და საქმეც მოთავებული იქნებოდა გივის გასაგიჟებლად. ამასობაში გავჩერდით გორის ბაზრობასთან და ვსვამთ ცივ სასმელებს. ისევ ჩავსხედით მანქანებში და დავურეკე გივის, ზარის გასვლა და მისი წყობიდან გამოყვანა ერთი იყო, ილაპარაკე, შე დალოცვილო, გამაგებინე ორი სიტყვაო. მეც ვუთხარი, გადაიდო-მეთქი და გავუთიშე კვლავ ტელეფონი.

ამის გაგონება იყო და ზურიკოს მოატრიალებინა მანქანა და იქიდან გადმოვიდა, მაგრამ, რად გინდა, გივი გივის არ ჰგავს – კაცი მხეცადაა ქცეული და ბოლთას სცემს, თან ისეთი გამომეტყველება აქვს, დანა პირს არ უხსნის. ვინც ჩემს მანქანაში იჯდა, კი ვიცით, რაშიცაა საქმე, ვიხევით შუაზე, ისე ვიცინით, მაგრამ, გვიახლოვდება ნირწამხდარი გივი და გვინდა, თავი შევიკავოთ, რომ არ შეგვატყოს რამე. იყვირა – წავედით ახლავეო, ახლა მირეკავენ, რომ გადაიდო კონცერტიო – და იგინება სართულებიანად.

მოიცა, ზახარიჩ, დაწყნარდი. მოდი, ლუდი დალიე, გული გაგიგრილდება-მეთქი, – ვამშვიდებდით და თავს ძლივს ვიკავებდით, რომ არ გავშიფრულიყავით. მოდი, ჩავიდეთ ხაშურამდე, რაღა დარჩა-მეთქი.

მართლა დამიჯერა და წავედით სიტუაციის გასარკვევად. ჩავედით, როგორც იქნა და დაგვხვდა იქ ორგანიზატორი თავისი ჯგუფით. გივიმ რომ დაინახა იმათი გაბადრული სახეები, ამაზე უფრო აფეთქდა. ალბათ, იფიქრა, დამცინიანო და გალომებული მივარდა იმ კაცს – რა გადაიდო, ახლა მითხარი, შე ასეთოო და მიაკურთხა კიდეც. კაცს გაუკვირდა – ვინ გითხრა, რომ კონცერტი გადაიდო, ხალხი თაიგულებითა და ორკესტრებით გხვდება, ყველა ბილეთი გაიყიდა, ფეხზე დასადგომი ადგილიც კი არააო. აბა, რა გადაიდოო, – შეჰყვირა გივიმ. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემი საქმე ცუდად იყო და შორიახლოს მდგარ ხეს ამოვეფარე. ამასობაში ირკვევა სიტუაცია. როცა ორგანიზატორმა ამოიწყვიტა ყველაფერი, მე არ დამირეკავს და ყველაფერი რიგზეაო, ცოტა პაუზა კი გააკეთა გივიმ და ძებნა დამიწყო – სადაა ჯაში, მე მაგისიო და მაგინა გემოზე. როგორც იქნა, დავაშოშმინეთ გივი, მაგრამ, მაინც გაბრაზებული იყო – ამ თახსირმა კაცმა როგორ წამომაგო ანკესზეო. მერე ეს ამბავი მოყვა სცენაზე, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ამ ავაზაკმა კაცმა კინაღამ ჩამიშალა თქვენთან შეხვედრაო“.

ბატონ გურამს სიტყვა კიდევ ერთხელ გადავცეთ. მსახიობი ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცესს გაიხსენებს.

„ბატონმა თემურ ჩხეიძემ დადგა სპექტაკლი „ბახტრიონი“, სადაც ოთარ მეღვინეთუხუცესი ქადაგის როლს თამაშობდა. ერთ-ერთ სცენაში ის ლოცავს ლელას და ანდრიას, რომლებმაც მტერს უნდა შესწირონ თავი სამშობლოს გადასარჩენად.

ლექსად უნდა ეთქვა ბატონ ოთარს: „მთანი მაღალნი თქვენს სადიდებელსა მღერიანო და ტექსტი გრძელდებოდა. ეს უნდა ყოფილიყო“ – ქადაგის დალოცვა. რატომღაც, იმ დღეს ოთარმა გადაწყვიტა, რომ ფეხშიშველს ეთამაშა როლი, გავიდა სცენაზე და დაიწყო თამაში. ერთი სიტყვა თქვა მხოლოდ და – ვაიო, შესძახა, მერე კი – თქვენი დედაო – შეიგინა. გამიკვირდა, ვიფიქრე, ეტყობა, მომეჩვენა-მეთქი, როცა გინება გავიგე. გადადგა მეორე ნაბიჯი და ამბობს: „თქვენს სადიდებელსა მღერიანო – და, კიდევ დედები შეუკურთხა ყველას. უკვე გამიკვირდა, მივხვდი, აღარ მეჩვენებოდა მისი სიტყვები. დანამდვილებით ვიცოდი, რომ პიესის მიხედვით გინება არ უნდა დაეწყო, მაგრამ, სულ ასე, გინებ-გინებით ჩაამთავრა ეს დალოცვა. თურმე, ნუ იტყვით და, მუშებს სცენის იატაკზე გადაუჭიმიათ ნაჭერი და ზედ პატარ-პატარა ლურსმნები დარჩენიათ. დადის ოთარი და ფეხებში ერჭობა, თურმე, ეს ლურსმნები. სისხლი სდის კაცს, ამიტომაც დაავიწყდა ყველაფერი… სიმწრისგან შეიკურთხებოდა, საწყალი, აბა, რას იზამდა!“

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026

ტაქსების მძღოლების აქცია ოზურგეთში და მათი მოთხოვნები

ფოტორეპორტაჟი ბაზრიდან, სადაც კანონის დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არავის ადარდებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

სეს-მა ინდურ სამზარეულოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

15:52; 22.01.2026
სამართალი

სუს-ი – ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით

15:40; 22.01.2026
საზოგადოება

ექთანი გამოძახებით _ ინოვაციური მიდგომა ჯანდაცვაში და სრული სამედიცინო სერვისი სახლის პირობებში

15:01; 22.01.2026
საზოგადოება

“შენობა ავარიულია”  _ კიდევ ერთი სოფელი ჩოხატაურში, სადაც ბაღის აშენებას ელოდებიან

14:32; 22.01.2026
ფინანსები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი-  მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:13; 22.01.2026
სამართალი

სპეცოპერაციის დროს კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

12:36; 22.01.2026
მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

12:19; 22.01.2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს

11:50; 22.01.2026
საზოგადოება

მერს _ 7 200 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარეს _ 6 500 ლარი

11:38; 22.01.2026
საზოგადოება

ზოგს ლანჩხუთის ცენტრი მოსწონს, ზოგი კი ფიქრობს, რომ ლანჩხუთი მარტო ცენტრი არაა

11:34; 22.01.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

11:17; 22.01.2026
სამართალი

მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა _ შსს

10:44; 22.01.2026
ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
ზაფრანი

ვინ არ გიღალატებს არასდროს 

10:30; 22.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების (ქალები) რეიტინგი საუკეთესოებიდან უარესებისკენ

10:28; 22.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო