საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა, _ აღნიშნულ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსთა ცნობით, 3 აპრილს გვიან საღამოდან 4 აპრილის დღის ბოლომდე, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, _ წერია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.