24 აპრილამდე საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 აპრილიდან 24 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა,ზოგან ძლიერი, 22 აპრილიდან მაღალმთაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.