მანონ ლომჯარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელია.
მას ჩვენი მკითხველებისთვის არაერთხელ უამბია იმ კოშმარული ღამის შესახებ, როცა 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისთვის მებრძოლებს, ნიჩბებით და მხუთავი აირით „გაუმასპინძლდა“ საბჭოთა არმია.
თავად მანონი, გონდაკარგული და დაშავებული, გონს საავადმყოფოში მოვიდა.
_ ჩემთვის უზომო და გაუნელებელი ტკივილია იმ საშინელი ღამის გახსენება. თუმცა, ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩემი უმცირესი მონაწილეობა, რასაც სიამაყით ვუყვები და მოვუყვები ჩემს უსაყვარლეს მოსწავლეებს, სანამ ამქვეყნად ვარ. თავისუფლება უცებ არ მოდის, საუკუნეობით იბრძვიან მისთვის! მჯერა, ჩვენი მომავალი თაობები ჩვენზე უკეთ შეიგრძნობენ და ბოლომდე მოიპოვებენ მას. ცხრა აპრილი კი უახლესი ისტორიაში თავისუფლებისთვის სამაგალითო ბრძოლის და გმირობის ფურცლად დარჩება, _ თქვა მან „გურია ნიუსთან“.