საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე ფეისბუქზე წერს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს გელათის დროებითი გადახურვის რევიზია.
“ყველას გილოცავთ ნათლისღებას!!! ვინაიდან გუშინ უხვი ნალექი მოვიდა გელათში, ადგილზე ვარ გუშინდელიდანვე.
ჩემი ზედამხდველობით მიმდინარეობს დროებითი გადახურვის რევიზია, ხარვეზების იდენტიფიცირება და გამოსწორება.
გელათზე სამუშაოების მწარმოებელი კომპანია შეიცვალა, ამავე კომპანიას დაეკისრა ჯარიმა. ახალი კომპანიის მიერ ჩასატარებელ ღონისძიებებს სრულად დააფინანსებს დაჯარიმებული კომპანია.
ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს დროებითი სახურავი ჩამოინგრა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, _ წერს ნიკა ანთიძე.